ისლანდიის ნაკრების მწვრთნელი: რას დავუპირისპირებ არგენტინას? მე სტომატოლოგი ვარ...

AutoSharing Option
ისლანდიის ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ კომენტარი ისლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰეიმირ ჰალგრიმსონმა გააკეთა.

"ყველა მეკითხება იმის შესახებ თუ რას დავუპირისპირებ არგენტინის ნაკრებს. მე სტომატოლოგი ვარ და ამ პროფესიას არასდროს არ შევეშვები.

ვიცი, რომ ხალხს ვუყვარვართ და ამას ვგრძნობთ. ჩვენ ომი არავისთან გვქონია და იერიში არცერთ ქვეყანაზე არ მიგვიტანია.

რაც ჩვენ ორი წლის წინ გავაკეთეთ სასწაული არ ყოფილა. ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილზე ვართ, შესარჩევ ეტაპზე ვიბრძოლეთ და მსოფლიო ჩემპიონატზე დამსახურებულად გავედით.

ისლანდია განსხვავებული სტილის ფეხბურთს თამაშობს. ყოველ ვარჯიშზე
უდიდეს სამუშაოს ვეწევით და მას შედეგი მოაქვს.

მესი? მე რაღაც განსაკუთრებული ფორმულა არ მაქვს შემუშავებული. ყველა ცდილობს, რომ ის დაკეტოს, მაგრამ თავსუფალ ზონებს მაინც პოულობს და გოლები გააქვს.

ჩვენი ფეხბურთელებისთვის დიდი პატივი და გამოწვევაა მესის წინააღმდეგ თამაში, თუმცა არგენტინაში მარტო მესი არ ასპარეზობს და ამ ნაკრებს მსოფლიო ვარსკვლავები ჰყავს", - აღნიშბა ჰალგრიმსონმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
იკარდის არ წაყვანისთვის სამპაოლის და მესის მაგარი გაედებათ, უტანოს მერე 5-5 გოლი ოსასუნას დამალაგას. მარადონას ფრჩხილადაც არ ღირს
simartle
13:38 18-06-2018
0
მესი არის აუტისტი და მერებაშვილი _ კლასნი...
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული