18:54 16-06-2018
ლიონელ მესიმ მესას მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა და არგენტინამ ისლანდიასთან მხოლოდ ქულა მოიპოვა [VIDEO]
AutoSharing Option
ამ მატჩის წინ არგენტინელთა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ თქვა, რომ მოიგებდნენ და ყველას დაუმტკიცებდნენ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ.
დებიუტშივე გამოჩნდა ვერცხლისქვეყნელთა დეფექტი - დაცვის სისუსტე, როდესაც ბიარნასონმა ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, შემდეგ კი იქამდე პასიურმა აგუერომ მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი და 1:0. თუმცა, ფინგობასონმა მალევე გაიტანა საპასუხო გოლი.
პირველი ტაიმის ბოლოს ალბისელესტე დიდ ტერიტორიულ და სათამაშო ინიციატივას დაეუფლა, მაგრამ კუნძულელები დაცვაში ორგანიზებულად მოქმედებდნენ.
მეორე ნახევაში არგენტინამ ხელთ აშკარა უპირატესობა იგდო. ისლანდიელები მთლიანად დაცვაში ჩაჯდნენ და მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.
ხორხე სამპაოლის შეგირდებს რა თქმა უნდა, წინ გასვლის ყველაზე კარგი საშუალება 64-ე წუთზე მიეცა, როდესაც მესას მოპოვებული პენალტი ლიონელ მესიმ ვერ გამოიყენა.
მატჩის ბოლოსკენ 84-ე წუთზე ალბისელესტეს დამრიგებელმა მატჩში გონსალო იგუაინიც ჩართო, თუმცა საკუთარ ნაკრებს ვერ "პიპიტამ" უშველა.
საბოლოოდ, 1:1. ისლანდიამ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა და პირველი ქულა მოიპოვა.
მიმდინარე მუნდიალზე კი ჯერჯერობით ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა. D ჯგუფის მეორე შეხვედრა ხორვატიასა და ნიგერიას შორის თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
შაბათი. 16 ივნისი. მოსკოვი. "ოტკრიტიე არენა".
არგენტინა - ისლანდია 1:1
გოლები: 1:0 აგუერო (19), 1:1 ფინგობასონი (23)
არგენტინა: კაბალიერო, მასკერანო, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო, ბილია(ბანეგა 54), დი მარია(პავონი 75), სალვიო, მესა(იგუაინი 84), მესი, აგუერო
ისლანდია: ჰალდოურსონი, რ.სიგურდსონი, სევარსონი, მაგნუსონი, ბიარნასონი, არნასონი, ჰალფრედსონი, გუნარსონი(სკულასონი 76), გუდმუნდსონი(გისლასონი 63), გ.სიგურდსონი, ფინგობასონი(სიგურდასონი 89).
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
საერთოდ თავისი ქვეყნის პატრიოტი 21 საუკუნეში ერთადერთი იყო ესაა დიეგო ფორლანი. რაც მან ურუგვაისთვის ინდივიდუალურად მარტომ გააკეთა, ამ საუკუნეში ჯერ არავის მოუხერხებია.