"სიმართლე გითხრათ, ვარჯიშებზე ერთგვარ საშინაო დავალებას ვასრულებდი და ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ასეთი მომენტი დამდგარიყო.
ვცდილობდი, მესის გონებაში შევსულიყავი და გამეგო თუ რა ხდებოდა ამ დროს მის თავში.
ჩემთვის ძალიან დიდი მომენტია, ითამაშო მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისგან დარტყმული პენალტი მოიგერიო.
ეს ოცნებების ახდენას გავს", - აღნიშნა ჰალდროსონმა.
ლიონელ მესი: ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მომდევნო ორი თამაში უნდა მოვიგოთ