ტიტე: მირანდას ეპიზოდთან დაკავშირებით მსაჯის გადაწყვეტილებას გამართლება არა აქვს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში შვეიცარიასთან ნამატჩევს კომენტარი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ გააკეთა.

"მირანდას ეპიზოდთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. აბსოლუტურად ნათელია, მსაჯის გადაწყვეტილებას გამართლება არა აქვს. აი, პენალტთან დაკავშირებით კი - საკამათოა.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მსაჯზე ზეწოლა. მუშაობს ვიდეოსისტემა, ამდენი ხალხი. გადაწყვეტილებას პატიოსანი ხალხი იღებს.

მირანდამ მითხრა, უნდა წავქცეულიყავი და მაშინ მსაჯი პენალტს დანიშნავდაო. მე ვუპასუხე, რომ ასეთი რამ არ გააკეთოს. ჩვენს ფეხბურთელს გოლის გატანისას ხელი კრეს, ამას მე ჯარიმას ვუწოდებ.

კარგი გაკვეთილი მივიღეთ. გამარჯვებას ველოდი. შედეგით უკმაყოფილო ვარ. თუმცა, უნდა
გავიგოთ, რომ ტურნირზე სხვებსაც გააქვთ გოლები და რისკიანად თამაშობენ.

პაულინიოს საუკეთესოდ არ უთამაშია. ნეიმარს მჭიდროდ მეურვეობდნენ, ასეთი ზეწოლისას ყველა დაუშვებს შეცდომას".

altშვეიცარიამ ბრაზილიას ფრე გაუგორა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
გამართლება იმას არა აქვს, რომ თავი ტურნირის ფავორიტებად მოგაქვთ და შვეიცარიასთან ვერმოგებას მსაჯს აბრალებთ :-)
გიორგიპირველი
09:45 18-06-2018
3
ნეიმარის გარეშე ეგ გუნდი გაცილებით უკეთესად ითამაშებს.ნეიმარი აჩერებს შეტევებს.ჩემი აზრია რა თქმა უნდა.
ვახო
13:54 18-06-2018
0

სიახლეები პოპულარული