ტიტე: მირანდას ეპიზოდთან დაკავშირებით მსაჯის გადაწყვეტილებას გამართლება არა აქვს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში შვეიცარიასთან ნამატჩევს კომენტარი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ გააკეთა.

"მირანდას ეპიზოდთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. აბსოლუტურად ნათელია, მსაჯის გადაწყვეტილებას გამართლება არა აქვს. აი, პენალტთან დაკავშირებით კი - საკამათოა.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მსაჯზე ზეწოლა. მუშაობს ვიდეოსისტემა, ამდენი ხალხი. გადაწყვეტილებას პატიოსანი ხალხი იღებს.

მირანდამ მითხრა, უნდა წავქცეულიყავი და მაშინ მსაჯი პენალტს დანიშნავდაო. მე ვუპასუხე, რომ ასეთი რამ არ გააკეთოს. ჩვენს ფეხბურთელს გოლის გატანისას ხელი კრეს, ამას მე ჯარიმას ვუწოდებ.

კარგი გაკვეთილი მივიღეთ. გამარჯვებას ველოდი. შედეგით უკმაყოფილო ვარ. თუმცა, უნდა
გავიგოთ, რომ ტურნირზე სხვებსაც გააქვთ გოლები და რისკიანად თამაშობენ.

პაულინიოს საუკეთესოდ არ უთამაშია. ნეიმარს მჭიდროდ მეურვეობდნენ, ასეთი ზეწოლისას ყველა დაუშვებს შეცდომას".

altშვეიცარიამ ბრაზილიას ფრე გაუგორა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეიმარის გარეშე ეგ გუნდი გაცილებით უკეთესად ითამაშებს.ნეიმარი აჩერებს შეტევებს.ჩემი აზრია რა თქმა უნდა.
ვახო
18 ივნისი 2018 13:54
0
გამართლება იმას არა აქვს, რომ თავი ტურნირის ფავორიტებად მოგაქვთ და შვეიცარიასთან ვერმოგებას მსაჯს აბრალებთ :-)
გიორგიპირველი
18 ივნისი 2018 09:45
3
შვეიცარია კარგი გამართული გუნდია და სულაც არ მგონია, რომ თამაშს აფუჭებს. უბრალოდ, ბრაზილიის მწვრთნელისგან იმაზე წუწუნი, რომ მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა და შვეიცარიასთან მაგიტო ვერ მოიგეს, ცოტა უხერხულია.
გიორგიპირველი
18 ივნისი 2018 15:59
0
რა მიზანი აქვს შვეიცარიას და ისლანდია ს?მხოლოდ ერთი:თამაში გაადუჭონ და მოწინააღმდეგეს ფეხბურთი არ ათამაშოს!გინდა ეგეთი ფეხბურთის და ავტობუსის ყურება?ბაზარი არაა უყურე
Gio
18 ივნისი 2018 13:52
1

სიახლეები პოპულარული