გულთამპყრობელი - ისლანდიელი ფეხბურთელი ერთ დღეში "ინსტაგრამზე" 300 ათასმა ადამიანმა გამოიწერა

AutoSharing Option
ისლანდიის ნაკრების ფეხბურთელი რურიკ გისლასონი ერთ დღეში პოპულარული გახდა.

ისლანდიელმა ფეხბურთელმა არგენტინასთან მატჩში 30 წუთი ითამაშა და ერთ დღეში "ინსტაგრამზე" 300 000 ადამიანმა გამოიწერა.

გისლასონი აქამდეც არ უჩიოდა ხელმომწერების რაოდენობას. მატჩამდე მას 30 000 ხელმომწერი ჰყავდა, ხოლო დღეს უკვე 350 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

უცხოური საიტების ცნობით, რურიკმა ქალებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

30 წლის რურიკ გისლასონი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "ზანდხაუზენში" თამაშობს.

Sportall.Ge

altისლანდიის ნაკრების მეკარე: ვცდილობდი, მესის გონებაში შევსულიყავი და გამეგო მის თავში რა ხდებოდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
როდის მერე თამაშობს "ზანდჰაუზენი" ისლანდიაში?
tvinikosi
14:03 18-06-2018
1
ზანდხაუზენი გერმანიაა
ზურა
14:09 18-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული