კუპერი აღარ ადასტურებს - სალაჰი მზად არის, თუმცა...

AutoSharing Option
ეგვიპტის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ექტორ რაულ კუპერის განცხადებით, არაა გამორიცხული, მოჰამედ სალაჰმა რუსეთის ნაკრებთან შეხვედრა კვლავ სათადარიგოთა შორის დაიწყოს.

"ურუგვაისთანაც გვეგონა, რომ სალაჰი 100%-ით მზად იქნებოდა, თუმცა თამაშისწინა გამოკვლევამ სხვა შედეგი დაგვანახა.

ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ მოჰამედი ძირითადში დასაწყებად მზად არის, თუმცა მატჩის წინ ის კიდევ ერთ შემოწმებას გაივლის და ექიმები მას შემდეგ გადაწყვეტენ მისი თამაშის ბედს", - აღნიშნა კუპერმა.

რუსეთი და ეგვიპტე დღეს ერთმანეთს სანკტ-პეტერბურგში, თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

altმოჰამედ სალაჰმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და რუსეთთან ითამაშებს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული