მუნდიალი 2018: პორტუგალია იგებს, რონალდო ბომბარდირთა დავაში წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 ივნისს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის მატჩი გაიმართა, სადაც პორტუგალიის ნაკრებმა მაროკოს ანგარიშით 1:0 სძლია.

შეხვედრის მე-3 წუთზე პორტუგალიის ნაკრებმა ანგარიში გახსნა. კუთხურიდან გათამაშებული ბურთი მოუტინიომ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კრიშტიანო რონალდომ ყველას დაასწრო და მუნდიალზე უკვე მე-4 გოლი ჩაიწერა აქტივში, რაც საუკეთესო შედეგია მიმდინარე მუნდიალზე.

ეს რონალდოსთვის ნაკრებში გატანილი 85-ე გოლია. ამ მაჩვენებლით რონალდო ნაკრებებს შორის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადავიდა. პირველ ადგილს ირანელი ალი დაეი იკავებს, რომლის ანგარიშზე 109 გოლია.

B ჯგუფი. ოთხშაბათი. 20 ივნისი. მოსკოვი.
ლუჟნიკი სთედიუმი

პორტუგალია-მაროკო 1:0
გოლი: 1:0 კრიშტიანო რონალდო (3)

პორტუგალია (4-4-2): პატრისიო - სოარეში, პეპე, ჟოზე ფონტე, გერეირო - ბერნარდო სილვა, ჟოაო მოუტინიო, ვ. კარვალიო, ფერნანდეში - რონალდო, გედეში
მაროკო (4-2-3-1): მუნირი - ჰაკიმი, ბენატია, დირარი, და კოშტა - ბუსუფა, აჰმადი - ზიეხი, ბელჰანდა, ამრაბატი -ბოუტაბი
არბიტრი: მ. გაიგერი (აშშ)

დღეს A ჯგუფში ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. B ჯგუფში კი ესპანეთი 22:00 საათზე ირანს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სადაც კრიშტიანოა იქ მოგებაა.სასწაულია კაცს წლები ემატება და ახალგაზრდავდება.
das ist fantastiSh
10:49 21-06-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული