მუნდიალი 2018: საფრანგეთის ნაკრებმა პერუ დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში საფრანგეთის ნაკრებმა პერუს 1:0 სძლია.

პირველი ტაიმი ფრანგების უპირატესობით წარიმართა, მეტადრე ეს შუა ტაიმში გახდა თვალსაჩინო, როდესაც აქტიურ პრესინგს მიმართეს და ამის ლოგიკური დაგვირგვინება მბაპეს მიერ ანგარიშის გახსნა გახლდათ. 20 წლის მბაპე საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალზე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში სამხრეთამერიკელები ინიციატივას დაეუფლნენ, 50-ე წუთზე აკინომ 30 მეტრიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა. პერუს ნაკრები ამის შემდეგაც ბევრს უტევდა, მაგრამ ლორისის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა. სხვათა შორის, ის პირველი მეკარეა, რომელმაც გალთა
ეროვნულ გუნდში 100 შეხვედრა ჩაატარა.

ერთი სიტყვით, საფრანგეთის ნაკრები პრაგმატული თამაშით პლეი-ოფში გავიდა, პერუ კი ჯგუფში ჩარჩა.


C ჯგუფი. ხუთშაბათი. 21 ივნისი. ეკატერინბურგი. "ეკატერინბურგ არენა". 32 789 მაყურებელი
საფრანგეთი - პერუ 1:0
გოლი: 1:0 მბაპე (34)

საფრანგეთი: ლორისი, ერნანდესი, უმტიტი, ვარანი, პავარი, პოგბა (ნზონზი 89), კანტე, მატიუიდი, გრიზმანი (ფეკირი 80), მბაპე (დემბელე 75), ჟირუ

პერუ: გალესე, ტრაუკო, როდრიგესი (სანტამარია 46), რამოსი, ადვინკულა, იოტუნი (ფარფანი 46), აკინო, ფლორესი, კუევა (დიასი 82), კარილიო, გერერო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული