ლეო მესის ფანმა სიკვდილისწინა წერილი დატოვა და უგზო-უკვლოდ გაქრა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ, არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ლეო მესის ინდოელმა გულშემატკივარმა დინუ ალექსმა სიკვდილისწინა წერილი დატოვა და უგზო-უკვლოდ გაქრა.

"ამ ქვეყანაზე უკვე აღარაფერი არ მჭირდება. მე მივივარ, რათა მოვკვდე. ჩემი სიკვდილისთვის პასუხისმგებელი არავინ არაა", - დაწერა 30 წლის დინუმ.

ინდოეთის შტატ კერალას საგანგებო მდგომარეობის სამსახური მდინარე მინაჩილის მახლობლად უშედეგოდ ეძებს მას.

ნათესავების თქმით, ალექსი საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი იყო და მეგობრები თითქმის არ ჰყავდა. მან ერთხელ დღიურში დაწერა:"მესი, მე შენთვის ვცხოვრობ. ველი, როდის აღმართავ მსოფლიოს თასს".
მკითხველის კომენტარები / 5 /
მილიარდ-ნახევრიან ინდოეთში რო მეგობარს ვერ იშოვნი. ყოჩაღ რა.
sagol
03:18 23-06-2018
4
მეგობრები თუ არ გყავს მესი რად გინდა? სამწუხაროდ საქართველოშიც ბევრია ესეთი
oqtaviusi
13:44 23-06-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული