"ამ ქვეყანაზე უკვე აღარაფერი არ მჭირდება. მე მივივარ, რათა მოვკვდე. ჩემი სიკვდილისთვის პასუხისმგებელი არავინ არაა", - დაწერა 30 წლის დინუმ.
ინდოეთის შტატ კერალას საგანგებო მდგომარეობის სამსახური მდინარე მინაჩილის მახლობლად უშედეგოდ ეძებს მას.
ნათესავების თქმით, ალექსი საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი იყო და მეგობრები თითქმის არ ჰყავდა. მან ერთხელ დღიურში დაწერა:"მესი, მე შენთვის ვცხოვრობ. ველი, როდის აღმართავ მსოფლიოს თასს".