იოახიმ ლიოვი: გარკვეულწილად გაგვიმართლა, მაგრამ ეს ჩვენი რწმენის გარეშე არ მოხდებოდა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატზე შვედეთთან ნამატჩევს გააკეთა კომენტარი.

"მომეწონა, როდესაც გაშვებული გოლის შემდეგ არ ავღელდით და პანიკაში არ ჩავვარდით. ბიჭებს ვუთხარი, რომ ბურთი ეგორებინათ, აქტიურად ემოქმედათ, ამით მეტოქე დაეღალათ და თავისუფალი ზონები გაიხსნებოდა. ჩვენმა ტაქტიკამ იმუშავა.

მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეზე ძლიერი ზეწოლა განვახორციელეთ. ორი ნაღდი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ გუნდური შემართება გამოვიჩინეთ. ერთი წუთითაც არ დაგვიკარგავს იმედი. რა თქმა უნდა, კომპენსირებულ დროში გოლის გატანა გარკვეულწილად გამართლება იყო, მაგრამ ეს ჩვენი რწმენის გარეშე არ მოხდებოდა.

შვედები ჩემი თანაშემწეების ჟესტებით
იყვნენ უკმაყოფილონი? გასაკვირია. ჩვენ ძალიან გახარებულები გახლდით. არანაირი განსაკუთრებული ჟესტები არ დამინახავს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული