ზოგი ამტკიცებს, რომ შემადგენლობას ფეხბურთელები შეარჩევენ. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონმა რიკარდო ჯუსტიმ არ დამალა, რომ ყოფილ თანანაკრებელს, ხორხე ბურუჩაგას (ასევე მსოფლიოს ჩემპიონია) ესაუბრა, რომელიც ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის გენერალური დირექტორია. ჯუსტის თქმით, ბურუჩაგამ უთხრა, რომ მოთამაშეებთან კონსულტაციები ექნებათ, რამეთუ სამპაოლიმ გუნდზე კონტროლი დაკარგა, მას შეუძლია
მთავარი "კონსულტანტები" ლეო მესი, ხავიერ მასკერანო და სერხიო აგუერო იქნებიან. აგუეროს კონფლიქტი აქვს მწვრთნელთან და ამას არც მალავს. მოკლედ, ისეთი ამბავია, ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობს.
ამ დროს საწვრთნელ ბაზაზე შეშვებას და ფეხბურთელებთან გასაუბრებას მოსკოვში მყოფი დიეგო მარადონა ითხოვს. ის ამტკიცებს, რომ მესი მისგან განსხვავებით პიროვნულად ლიდერი არაა და თუ ბაზაზე შეუშვებენ, გუნდის სულიერ განწყობას აამაღლებს.
თუმცა, ტრიუმვირატს (მესი, მასკერანო, აგუერო) მარადონას სტუმრობის იდეა დიდად არ ხიბლავს და საერთოდ, გაურკვეველია, სად მიექანება ალბისელესტე.
სამპაოლი კი სავარჯიშო მოედანზე ბლოკნოტით დადის და რაღაც ტაქტიკურ გეგმებს ადგენს...
ჰოდა, დაუდექი შოფერ სამპაოლის გვერდით, რას ინტრიგანობ ამ გაგანია მუნდიალის დროს ?!