არგენტინის ნაკრებში ქაოსია: გუნდს სამპაოლი ავარჯიშებს. შემადგენლობას ფეხბურთელები შეარჩევენ?

AutoSharing Option
ნიგერიის ნაკრების მიერ ისლანდიის დამარცხებამ არგენტინის ეროვნულ გუნდს პლეი-ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნა. გადამწყვეტი შეხვედრა ნიგერიასთან 26 ივნისს გაიმართება. მწვრთნელი ხორხე სამპაოლი მოთამაშეებს ავარჯიშებს, მოედანზე ბლოკნოტით დადის და რაღაც ტაქტიკურ გეგმებს ადგენს, რომელთა გამოცნობას აბეზარი ჟურნალისტები ცდილობენ.

ზოგი ამტკიცებს, რომ შემადგენლობას ფეხბურთელები შეარჩევენ. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონმა რიკარდო ჯუსტიმ არ დამალა, რომ ყოფილ თანანაკრებელს, ხორხე ბურუჩაგას (ასევე მსოფლიოს ჩემპიონია) ესაუბრა, რომელიც ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის გენერალური დირექტორია. ჯუსტის თქმით, ბურუჩაგამ უთხრა, რომ მოთამაშეებთან კონსულტაციები ექნებათ, რამეთუ სამპაოლიმ გუნდზე კონტროლი დაკარგა, მას შეუძლია
იმყოფებოდეს სათადარიგოთა სკამზე, თუ არადა არც ეგაა პრობლემა, სამპაოლი შაბათ საღამოს ფედერაციის პრეზიდენტს კლაუდიო ტაპიას ესაუბრა და ჯერჯერობით სამუშაოზე დატოვეს.

მთავარი "კონსულტანტები" ლეო მესი, ხავიერ მასკერანო და სერხიო აგუერო იქნებიან. აგუეროს კონფლიქტი აქვს მწვრთნელთან და ამას არც მალავს. მოკლედ, ისეთი ამბავია, ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობს.

ამ დროს საწვრთნელ ბაზაზე შეშვებას და ფეხბურთელებთან გასაუბრებას მოსკოვში მყოფი დიეგო მარადონა ითხოვს. ის ამტკიცებს, რომ მესი მისგან განსხვავებით პიროვნულად ლიდერი არაა და თუ ბაზაზე შეუშვებენ, გუნდის სულიერ განწყობას აამაღლებს.

თუმცა, ტრიუმვირატს (მესი, მასკერანო, აგუერო) მარადონას სტუმრობის იდეა დიდად არ ხიბლავს და საერთოდ, გაურკვეველია, სად მიექანება ალბისელესტე.

სამპაოლი კი სავარჯიშო მოედანზე ბლოკნოტით დადის და რაღაც ტაქტიკურ გეგმებს ადგენს...

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
აი ესაა სრული კატასტროფა.შევიდეს მარადონა იქნებ ცოტა აზრზე მოიყვანოს მესი.ფეხბურთი არ აინტერესებს უკვე მაგას,ძალიან ცუდად ამთავრებს კარიერას
buje
08:23 24-06-2018
13
ფოტოს დააკვირდით. აი ბავშვობიდან ასეთია ლეო - "მარშრუტკაშიც" სულ შოფრის გვერდით უნდოდა ჯდომა DDDD
ჰოდა, დაუდექი შოფერ სამპაოლის გვერდით, რას ინტრიგანობ ამ გაგანია მუნდიალის დროს ?!
korben dallas
13:15 24-06-2018
10

სიახლეები პოპულარული