მუნდიალი 2018: სენეგალმა და იაპონიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იაპონიისა და სენეგალის ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

ანგარიში მე-11 წუთზე აფრიკული გუნდის თავდამსხმელმა მანემ გახსნა, რის შემდეგაც ინიციატივას იაპონია დაეუფლა და ლამაზი კომბინაციის შემდეგ ინუიმ საპასუხო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის დასასრულს ნიანგმა ვერ მოახერხა კავაშიმას კარის დალაშქვრა.

შესვენების შემდეგ ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაშის გამწვავებას ერიდებოდა. თუმცა, მერე იაპონელები გააქტიურდნენ: გოლის გატანის ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა ოსაკიმ, რომელმაც კარის წინ ბურთს ფეხი ააცილა, ხოლო ინუიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. სენეგალმა კი თავისი შანსი გამოიყენა -
თავისი გუნდი ვაგიმ დააწინაურა.

იაპონელთა მწვრთნელმა ნისინომ შეცვლაზე ჰონდა შეუშვა და მან მალე ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

H ჯგუფი. კვირა. 24 ივნისი. ეკატერინბურგი. 32 572 მაყურებელი
იაპონია - სენეგალი 2:2
გოლები: 0:1 მანე (11), 1:1 ინუი (34), 2:1 ვაგი (71), 2:2 ჰონდა (78)

იაპონია: კავაშიმა, იოშიდა, ნაგამოტო, საკაი, სეძი, ჰასებე, ინუი (უსამი 87), კაგავა (ჰონდა 72), კარაგუჩი (ოკაზაკი 75), შიბასაკი, ოსაკო

სენეგალი: კ. ნ'დიაე, კულიბალი, სანე, საბალი, ვაგი, ა. ნ'დიაე (კუიატე 65), გეიე, ბ. ნ'დიაე (ნდოიე 81), ნიანგი (დიუფი 86), მანე, სარი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული