არგენტინის ნაკრებში ამბოხი "ჩაახშეს", აგუერო დასაჯეს, კარში დებიუტანტი არმანი ჩადგება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, კლაუდიო ტაპიას მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის გადაყენება სთხოვეს, მაგრამ მან უარი უთხრა.

ტაპიამ განაცხადა, რომ სამპაოლის კონტრაქტი 2022 წლის სექტემბრამდე აქვს გაფორმებული და თანაც, ნიგერიასთან გადამწყვეტი მატჩის წინ ვერ მოხსნიან. მან ჟურნალისტებს მხოლოდ ეს უთხრა და საუბრის გაგრძელება არ ისურვა.

მოკლედ, ამბოხი არ შედგა და თავდამსხმელ სერხიო აგუეროს, რომელმაც სამპაოლიზე თქვა, რაც უნდა ის ილაპარაკოსო, სამშაბათს არ ათამაშებენ.

altაგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს


შემადგენლობას სამპაოლი დააყენებს და ცნობილი გახდა, რომ
კარში ვილი კაბალიეროს ნაცვლად ფრანკო არმანის ჩააყენებს. ცნობისათვის, 31 წლის არმანის ნაკრებში არასოდეს არ უთამაშია.

გუნდის ლიდერი ლეო მესი გუშინ 31 წლის გახდა და მშვენიერ ხასიათზე იყო. მან თქვა, რომ ისე არ უნდა პენსიაზე გავიდეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონი არ გახდეს, მომავალი მუნდიალისას 35 წლის იქნება, მაშინ უფრო ძნელი იქნება ოცნების ასრულება და მათ გამარჯვებას მილიონობით თანამემამულე ელის.

არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებების მატჩი 26 ივნისს სანკტ პეტერბურგში ჩატარდება.

Sportall.Ge

altარგენტინელი მწვრთნელი: ლეო მესიმ შვიდი მწვრთნელი "მოინელა", ნაკრებიდან გასაგდებია

altტიმ შერვუდი: რას ჰგავს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი? პაბში საჩხუბრად მისულ კაცს

altლეო მესის ფანი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს

მკითხველის კომენტარები / 10 /
ერთი მესიმ გაიტანოს და არგენტინამ მოიგოს! დიდი ფეხბურთელია, ვაღიაროთ. კულისებში რა ხდება, არავინ იცის. დაველოდოთ ხვალინდელ თამაშს!
მერაბი
09:19 25-06-2018
5
ყოჩაღ აგუერო,რა კარგად უსწავლია ქართული ენის დიალექტები?!
სოსო
10:17 25-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული