მუნდიალი 2018: B ჯგუფის საოცარი ფინიში -ესპანეთი პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო პორტუგალია - მეორეზე [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ტურში B ჯგუფში ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნებული იყო და ორივე მატჩი მეტად და მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა და ესპანეთმა პირველი ადგილი დაიკავა, პორტუგალიამ კი - მეორე.

ასე და ამრიგად, მერვედფინალში ესპანეთი რუსეთს შეხვდება, ხოლო პორტუგალია ურუგვაის.

ესპანეთმა ძლივს მიაღწია ფრეს უმოტივაციო მაროკოსთან: მე-14 წუთზე სერხიო რამოსის შეცდომით ბუტაიბმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა, თუმცა მაროკოელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა - ინიესტას პასით თანაფარდობა ისკომ აღადგინა. მერე ისევ ბუტაიბს ჰქონდა მომენტი და ფურია როხა დე ხეამ გადაარჩინა. ცნობისათვის, დე ხეამ
ტურნირზე პირველად მოიგერია დარტყმული ბურთი. ამის შემდეგ ესპანელებმა ჩვეულად დაიწყეს ბურთის კონტროლი და შესვენების წინ დიეგო კოშტამ ინიესტას კარგი გადაცემა ვერ გამოიყენა.

55-ე წუთზე ამრაბატის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ესპანეთმა სახიფათო შეტევით უპასუხა და ისკოს თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან საისმა გამოიტანა. 81-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ელ ნასირმა თავურით მაროკო დააწინაურა, ხოლო კომპენსირებულ დროში ასპასმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

B ჯგუფი. ორშაბათი. 25 ივნისი. კალინინგრადი. 32 000 მაყურებელი
ესპანეთი - მაროკო 2:2
გოლები: 0:1 ბუტაიბი (14), 1:1 ისკო (19), 1:2 ელ ნასირი (81), 2:2 ასპასი (90+1)

ესპანეთი: დე ხეა, კარვახალი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, ტიაგო ალკანტარა (ასენსიო 74), ისკო, დავიდ სილვა (როდრიგო 84), დიეგო კოშტა (ასპასი 74)

მაროკო : მუნირი, ჰაკიმი, და კოსტა, საისი, დირარი, ზიეში (ბუჰადუზი 85), ელ აჰმადი, ბელანდა (ფაჰრი 63), ბოუსუფა, ამრაბატი, ბუტაიბი (ელ ნასირი 72)


altფერნანდო იერო: მერვედფინალში მასპინძლებთან შეხვედრა ჩვენთვის პრობლემა არაა


ირანის ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და ცოტა დააკლდა პლეი-ოფში გასვლას: პირველი მომენტი ჟოაო მარიუს ჰქონდა, რომელმაც ბურთი კარს გადააცილა, მეტოქემ კი პრესინგს მიმართა და პორტუგალიელებმა თითქოს არ იცოდნენ, შეტევა როგორ წარემართათ, ბურთის ცენტრში გორება დაიწყეს და პირველი ტაიმის დასასრულს კუარეჟმას ლამაზი გოლით მაინც დააწინაურა თავისი გუნდი.

შესვენების შემდეგ ეზათოლაჰიმ საჯარიმოს ხაზთან რონალდო შეაჩერა და მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ 90+3-ე წუთზე გამოიყენა თერთმეტმეტრიანი ეზათოლაჰიმ - 2:2 და ირანი მაინც ჩარჩა ჯგუფში.

B ჯგუფი. ორშაბათი. 25 ივნისი. სარანსკი. 41 685 მაყურებელი
ირანი - პორტუგალია 1:1
გოლები: 0:1 კუარეჟმა (45), 1:1 ანსარიფარდი (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: 0:1 რონალდო (53)

ირანი: ბეირანვანდი, ჰაჯსაფი (მოჰამადი 56), პორალიგანჯი, ჰოსეინი, რეზაიანი, ეზათოლაჰი (ანსარიფარდი 77), ომიდი, ამირი, ტარემი, სარდარი, ჯაჰანბახში (გოდოსი 70)

პორტუგალია: პატრისიუ, პეპე, გერეირო, ფონტე, სედრიკი, ადრიენ სილვა, ვილიამი, ჟოაო მარიუ (მოუტინიო 84), კუარეჟმა (ბერნანდო სილვა 70), რონალდუ, ანდრე სილვა


altპეტერ შმეიხელი: რონალდომ ცუდად ითამაშა, თან გასაძევებელიც იყო

altკარლოს კეირუში: რონალდო იმიტომ არ გააძევეს, რომ ვარსკვლავია?

მკითხველის კომენტარები / 8 /
გადავიკითხე კომენტარები და მაგრა მაინტერესებს ირანი და ს.არაბეთი,პანამა და ტუნისი, კოსტარიკა და ეგვიპტე,მაროკო და კორეა რომ გასულიყვნენ ჯგუფიდან და გერმანია ,ხორვატია ,საფრანგეთი ,ბელგია, ბრაზილია , ესპანეთი და პორტუგალია ,არგენტინა, ურუგვაი ჯგუფში ჩარჩენილიყვნენ რამდენი გულშემატკივარი გააგრძელებდა მუნდიალის ყურებას და რა საყურებელი იქნებოდა თამაშები..და უყურებდით კი საერთოდ??????
niko
13:44 26-06-2018
0
მესი და რონალდო რომ უდიდესი საფეხბურთო ინტელექტუალები არიან ამას მათი ტიტულებიც ადასტურებს,ისკო,კროოსი,ინიესტა,რამოსი,ბეილი, ბენზემა და ა.შ საუკეთესო ფეხბურთელები არიან... მაგრამ ამ ეპოქას ამ ორი დიდი ფეხბურთელის კონკურენცია ქმნის და აქ დასახელებული თუ არდასახელებული ფეხბურთელები ამ დუელში ვერ შედიან..ერთი კი თვალშისაცემია ცოტაც და ამათი ეპოქა დამთავრდება...ვნახავტ მომავალში ამათ ვინ შეცვლის..და პენალტის გატანა არგატანა ამათ ვერაფერს შუცვლის ,არგატანილი პენალტიც ემახსოვრებათ და ეს ორი გენიოსიც!!!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული