კარლოს კეირუში: რონალდო იმიტომ არ გააძევეს, რომ ვარსკვლავია?

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის და ტურნირიდან გავარდნის შემდეგ კომენტარი ირანის ნაკრების მწვრთნელმა კარლოს კეირუშმა გააკეთა.

"ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, ნამდვილი ბრძოლა. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევხვდით. თამაშს ვაკონტროლებდით. ფეხბურთი რომ სამართლიანი იყოს, ირანი პლეი-ოფში გავიდოდა. თუმცა, ეს ასე არაა

რონალდო იმიტომ არ გააძევეს, რომ ვარსკვლავია? ჰკითხეთ ამის შესახებ იმათ, ვინც იმ ოთახში თათბირობდა. პრესა ხართ და დაუსვით კითხვა. მსაჯმა ფეხბურთელს იდაყვის ჩარტყმისთვის წითელი ბარათი უნდა უჩვენოს, წ
ესებში არ წერია, რომ მესის და რონალდოს ეს ეპატიებათ. ვიდეოგამეორება არ მუშაობს, ჩვენთვის მეორე პენალტიც უნდა მოეცათ. ".

მატჩის მე-80 წუთზე მსაჯმა ენრიკე კასერესმა ვერ შეამჩნია რონალდოს უხეშობა, რამოდენიმე წუთის შემდეგ ვიდეოარბიტრმა მას გამეორების ნახვა შესთავაზა და კრიშტიანოს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.

altპეტერ შმეიხელი: რონალდომ ცუდად ითამაშა, თან გასაძევებელიც იყო

altმუნდიალი 2018: B ჯგუფის საოცარი ფინიში -ესპანეთი პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო პორტუგალია - მეორეზე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
პენალდოზე რა დასკვნა გამოიტანე???
ზონტიკები
17:42 26-06-2018
1
მე რაც ირანის ნაკრებს ვუყურე გამოვიტანე დასკვნა - კარლოს კეირუში უდიდესი ფეხბურთელია!
aburjga
10:22 26-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული