პეტერ შმეიხელი: რონალდომ ცუდად ითამაშა, თან გასაძევებელიც იყო

AutoSharing Option
"მანჩესტერისა" და დანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიისა და ირანის ნაკრებების მატჩი გაარჩია.

"ირანმა პორტუგალიაზე უკეთ ითამაშა. ირანელები უკეთ იბრძოდნენ და ფეხბურთის თამაში მეტოქეზე მეტად უნდოდათ. მეორე ტაიმში რონალდო საერთოდ შეუმჩნეველი იყო. მან შესვენებამდე გოლის გატანის შესაძლებლობები ვერ გამოიყენა და თერთმეტმეტრიანიც გააცუდა.

თითქოს დიადი ფეხბურთელები ასეთ სიტუაციებში არ უნდა ცდებოდნენ, მაგრამ შეცდომა დაუშვა ლეო მესიმ, ახლა კი რონალდომ იგივე გაიმეორა. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ კრიშტიანოს "ოქროს ბურთის" მოგება სურს, თუმცა ჰარი კეინს ჩამორჩება.

რონალდომ ცუდი მატჩი ჩაატარა.
ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც გახარებული გახლდათ. როდესაც მსაჯმა გააფრთხილა, მართლა იცინოდა. პორტუგალიელმა მოწინააღმდეგეს სახეში იდაყვი ჩაარტყა. შეიძლება დიდხანს ვიკამათოთ, ეს განზრახ გააკეთა თუ არა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და ვერდიქტი ცალსახა უნდა ყოფილიყო - წითელი ბარათი. მსაჯის გადაწყვეტილების მოლოდინში რონალდო ძალიან ნერვიულობდა".

Sportall.Ge

altკარლოს კეირუში: რონალდო იმიტომ არ გააძევეს, რომ ვარსკვლავია?

altმუნდიალი 2018: B ჯგუფის საოცარი ფინიში -ესპანეთი პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო პორტუგალია - მეორეზე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
გასაძევებელი კი არა დასაჭერი იყო ვაი თქვენს პატრონს. ეგ ყვითელი ბარათიც არ იყო. რაც შეეხება რონალდოს თამაშს ამაში ვეთანხმები. ტიპი პასს ვერ აკეთებდა, კაცს ვერ ატყუებდა, კარში ნორმალურად ვერ არტყამდა, ისე ითამაშა დაჟე მესის (ნაკრების მესის) შერცხვებოდა.
ზვიადი
10:45 26-06-2018
1
რო შეხედავ კაცსა გავს და ეს რა ბოღმა ყოფილა.კაცს რომ ირანის თამაში მოეწონება და რონალდო გასაგდები იყოო იტყვის ეტყობა მაგარ პახმელიაზე იყო.
ასეა ეს
11:27 26-06-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული