ირანსა და პორტუგალიას შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მატჩში მორიგი პენალტები დაინიშნა.
არბიტრმა ენრიკე კასერესმა ორივე პენალტი ვიდეოგამეორების შემდეგ დანიშნა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მუნდიალზე ეს უკვე მე-20 პენალტია. აქამდე ამდენი რაოდენობის პენალტი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში არ დაფიქსირებულა. ამ 20 პენალტიდან 15 ფეხბურთელებმა ზუსტად შეასრულეს.
წინა რეკორდი დანიშნული პენალტების რაოდენობით 18-ს უდრის. ამდენი პენალტი 1990, 1998 და 2002 წლების მუნდიალებზე დაინიშნა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე პირველად იყენებენ VAR-ს (ვიდეოგამეორებების სისტემას), რომელიც მსაჯებს საშუალებას აძლევს, საკამათო ეპიზოდები განიხილოს.
მომზადებულია Opta-ს მიხედვით
10:23 26-06-2018
ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა - მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 20 პენალტი დაინიშნა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული