ადრე ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ფეხბურთელი ნაკრებს სერბეთთან მატჩში კოსტა-რიკასთან მიღებული ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
ბრაზილიელთა ექიმმა როდრიგო ლასმარმა ეჭვი გამოთქვა, რომ კოშტა მცირე ტრავმით თამაშობდა და ამის შესახებ არ უთქვამს.
ახლა ფეხბურთელის გამოჯანმრთელება 2-3 კვირას გასტანს, ხოლო ფინალური მატჩი 20 დღეში იქნება. ამიტომ ბრაზილიელი ტურნირზე ვეღარ ითამაშებს.
დუგლას კოშტას მეუღლე ლუიზა რამოსი ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ტიტეს ადანაშაულებს, რომ ის
"ის ვარჯიშების შემდეგ ტკივილს უჩიოდა და თქვა, რომ "იუვენტუსში" უფრო ადვილი იყო. ვიცით, რომ ეს ტრავმა იმდენად სერიოზული არაა, როგორც ჩანს და ვიმედოვნებთ, რომ დუგლასი 10 დღეში დაბრუნდება", - თქვა ლუიზამ.
დუგლაშ კოშტამ ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით მუნდიალზე ვეღარ ითამაშებს