მარადონას სავარაუდოდ ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით ჰქონდა მიღებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა-ნიგერიის მატჩისას ლეგენდარული დიეგო მარადონა მაგრად გულშემატკივრობდა თავის გუნდს, არაადეკვატურად იქცეოდა, თამაშამდე ნიგერიელ გოგონასთან ერთად იცეკვა, მესის პირველი გოლისას გიჟს დაემსგავსა, მერე ჩაეძინა, ხოლო როდესაც მარკოს როხომ გამარჯვების გოლი გაიტანა, მთლად არანორმალური გახდა და ვიღაცას ორივე ხელის შუა თითს უჩვენებდა. მას არ ესმოდა, რას ელაპარაკებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ ის შეუძლოდ შეიქნა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც იუწყებიან, მას ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით ჰქონდა მიღებული და წნევა დაუვარდა. ახლა დიეგო თავს უკეთ გრძნობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კერძო თვითმფრინავით
მოსკოვში გადააფრინეს.

Sportall.Ge

altდიეგო მარადონა არგენტინის გამარჯვებამ კინაღამ ჭკუაზე შეშალა

მკითხველის კომენტარები / 17 /
5 ძმაკაცი მომიკვდა წამლით.ახლა მაგათ ცოლ-შვილს უთხარი რომ ნარკოტიკი მავნე არა.
cheroeli
27 ივნისი 2018 14:28
1
კიდევ კაი მარადონა ლოთი არაა თორემ ხომ ღვინის აკრძალვასაც მოითხოვდით ზოგიერთები. :)) როცა ყველამ ვიცით რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი მარიხუანას ეწევა მათი ციხეში ჩასმა არაა გამოსავალი. ზომიერება უნდა იცოდეს კაცმა თორემ ალკოჰოლი არა ნაკლებ მავნეა.
irakli81
27 ივნისი 2018 12:29
5
ხორვატიასთან მატჩის დროს მესი ზუსტად ასეთი დაქნეული სიფათით დადიოდა მოედანზე. ვითომ ისიც თეთრს ყნოსავს ?
kote
27 ივნისი 2018 11:57
7
უი ქაა რა უწყინარი ყოფილა ნარკოტიკი, ამას ძლივს სველიან და უბრალო მოკვდავი, ხომ მაშინვე გაფსეკავს ფეხებს, აბა კიდევ იტყვით ნარკოლიბერალიზაცია გვინდაო?
დათო
27 ივნისი 2018 11:52
1
"ფეხბურთი მეტია..." - ს მადლობა მაღალინტელექტუალური პოსტისთვის. ეტყობა უგრძვნია კაცს. აბა, ფეხურთელი რომ 5 კაცს მოატყუებს და გოლებს გაიტანს, ის ფეხბურთელია? გაუმარჯოს უნტიტის. და ბაჩუაისაც.
მე არ ვარ რობოტი
27 ივნისი 2018 11:39
0
ვოვა პუწინთანაც ამ დღეში იყო ალბათ წვეულებაზე. ძმაკაცები ხომ არიან არა?
moqalaqe
27 ივნისი 2018 11:09
1
პუტინს ყავდა უკვე საპატიო მიღებაზე?!
moqalaqe
27 ივნისი 2018 10:50
1
რა საწყენია მარადონას ასეთ მდგომარეობაში ყოფნა! მართალია, ნახოს ყველამ, სანამდე მიყავს ნარკოტიკს. რას იტყვიან ლეგალიზაციის მომხრეები?
მერაბი
27 ივნისი 2018 09:31
2
რას იტყვიან და, აბა, ლოთობაა კარგიო? :))
:)
27 ივნისი 2018 11:30
0
ეს რა ვიდეო და სტატია გააძრეთ. ახლა პარლამენტარებს მიზეზი ექნებათ,რომ ნარკო კანონის ლიბერალიზაცია არ მოხდეს. რატომ დებთ სტატიებს ქართულად,ამას ხო ყველა პარლამენტარი წაიკითხავს და გუგულაც.
რატო აფორიაქდით მესის მიმდევრები? აბა,ფეხბურთის ფანებს თქვენ ვერ გიწოდებთ ადამიანი,რადგან ზოგი ვენებს იჭრის და ინდოელი ბიჭის არ იყოს,ვიღაც თავს იკლავს. რა უბედურებაა ეს?! არ შეგიძლიათ,რომ ადეკვატურები იყოთ,რაღა მაინცდამაინც მარადონას ემსგავსებით.არგენტინას წელს ფინალში გაიყვანენ და იქ თუ გერმანელები არ დაეჯახნენ,კი მოაგებინებენ მსოფლიოს. თუ მესის ეკუთვნის მსოფლიოს მოგება და ამისათვის ყველაფერს აკეთებთ,რა დააშავა ასეთი ბუფონმა? მესიზე მაგარი კაცი არ არის თუ ნაკლები კარიერა ქონდა. ჯერ მარტო ზიდანს რო ბურთი გამოუძრო ფინალში,მაგისთვის ეკუთვნის ძეგლის დადგმა მაგ კაცს. ფეხბურთის განვითარებაში უფრო დიდი წვლილი შეიტანა,ვიდრე მესიმ და რონალდუმ ერთად. არ ყოფილა პროვოკატორი არასოდეს,ყველა გუნდის ფანები პატივსცემენ. ბუფონი სახეა ფეხბურთის,არის ის რის გამოც მიყვარს ფეხბურთი. სეპარატისტების და პროვოკატორების ადგილი არ არის ფეხბურთში. მესი,რონალდუ,პეპე,რამოსი,მატერაცი,სუარესი,ნეიმარი და ა.შ. ფეხბურთს ალამაზებდნენ ისეთი ფეხბურთელები,როგორებიც კასილასი,რაული,ჯერარდი,ბუფონი,მალდინი,პუიოლი,ზიდანი,ანრი,ხავი,ინიესტა,პირლო და ახლა დედიკოს ბიჭების ერაა დაიწყო. სტადიონზე სულს და გულს დებდნენ და მის გარეთ პატივისცემდნენ ერთმანეთსაც და გულშემატკივარსაც. ახლა ჩართავ ტელევიზორს და მესიმ ასე ქნა,რონალდუმ ისე ქნაო და რა გაა... საქმე ამ თქვენი მესით და რონალდუთი. ნაჩომ ისეთი გოლი შეაგდო,კროოსმა და მოდრიჩმა,რომ არავინ საუბრობს. რა იყოთ სულ გადაირიეთ. პიროვნულად არაფერს ვერჩი არც მეის და არც რონალდუს,მაგრამ მინდა სწრაფად გამოვარდნენ,რომ წყნარად ვუყურო ფეხბურთს. რა არის მოსაწონი იმის ყურებაში,რო ერთი კაცი ატყუებს ყველას და მერე გოლს იტანს ან 5 ბურთიდან გუნდში 4 ერთს გააქვს. ფეხბურთი სტრატეგია,ტაქტიკა,ცოტა გამართლება,სხვადასხვა სტილში თამაშია და არა 10 კაცი,რომ ცდილობს იმ ერთს მიაწოდოს ბურთი. არგენტინის ტაქტიკაა მესის მიაწოდე პასი. იგივე მესის გოლზე რო საუბრობთ,რატო გავიწყდებათ ევერ ბანეგა. საიდან გააკეთა საგოლე პასი და ყველა მესის გაიძახის. მაგას ყველა თავდასხმელი გაიტანდა იგუაინის გარდა. სულ შეიშალა მსოფლიო და საქართველო
ფეხბურთი მეტია ვიდრე მესი და რონალდუ
27 ივნისი 2018 08:56
29
რა დაბოღმილი წერ? მშვიდად მიადევნე მსოფლიო ჩემპიონატს თვალი და სიამოვნება მიიღე.)))
dato
27 ივნისი 2018 11:59
0
საინტერესო კომენტარია, ვერც ვეთანხმები ბოლომდე და ვერც უარყოფა შემიძლია, ფაქტია, რომ სიამოვნებით ვისაუბრებდი ასეთ გულშემატკივართან
bmb
27 ივნისი 2018 11:10
3
რას დამგვანებია ლეგენდა კაცი. წუხანდელი მატჩის ჩანაწერი უნდა ანახო ყველას, ვინც ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი უწყინარია
მერაბი გ.
27 ივნისი 2018 06:48
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული