მესუთ იოზილს გერმანელმა გულშემატკივრებმა აგინეს და აფურთხეს

AutoSharing Option
გერმანია შოკშია, მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ კორეასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა. არადა, წინა ტურში შვედეთის დაძაბულ ბრძოლაში ძლევის შემდეგ მისო ქომაგები იმედმოცემულები იყვნენ, მაგრამ ბუნდესგუნდმა არნახული ფიასკო განიცადა.

ყაზანში ნამატჩევს ფანები განრისხებულნი იყვნენ და განსაკუთრებით ნახევარმცველ მესუთ იოზილის მიმართ გამოავლინეს აგრესია, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს და აფურთხეს. ფეხბურთელმა ეს იუკადრისა და მათკენ გაიწია, მაგრამ სტიუარდებმა  და მეკარეთა მწვრთნელმა ანდრეას კიოპკემ გაიყვანეს.

თვითმხილველთა თქმით, კონფლიქტი თავად იოზილმა გამოიწვია, რომელმაც ფანები ჟესტებით გააღიზიანა. შემდეგ გულშემატკივრების დასამშვიდებლად მესუთის პირადი მცველი ბიორნ ბორგმანი მივიდა.

გერმანიის სხვა
ფეხბურთელები თავშეკავებულნი იყვნენ, მცველმა მატს ჰუმელსმა კი წაგებისთვის სახალხოდ მოიხადა ბოდიში.

altრიო ფერდინანდი: ლეროი სანე, სად ხარ? გერმანიამ საუკეთესო ფეხბურთელი პლაჟზე გაუშვა

altმუნდიალი 2018: გერმანიამ სამხრეთ კორეასთან დამარცხება და ტურნირიდან გავარდნა "მოახერხა" [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
ღირსი ხარ , როცა გერმანელი ამ გომბეშოს დაისვამ თავზე. გულისამრევი თამაშები ჩაატარა და კიდევ დიდ გულზეა. ამის შემდეგ თუ კიდევ მიიწვიეს, ახია მაგათზე
????
09:13 28-06-2018
5
ოზილი რა შუაშია? მის წამყვანს უნდა აგინო და არა ფეხბურთელს
???????????/
08:18 28-06-2018
2

სიახლეები პოპულარული