ორივე ნაკრებს ერთნაირი სატურნირო მდგომარეობა აქვს. საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "სამი ლომი" და "წითელი ეშმაკები" ერთმანეთში ფრეს ითამაშებენ? "ფეარ პლეის" პრინციპის მიხედვით, თუ გუნდებს ყველა სპორტული მონაცემი (ქულები, ბურთების თანაფარდობა, ბურთების რაოდენობა, ურთიერთშეხვედრები) თანაბარი აქვთ, საქმეში ერთვება ბარათების რაოდენობა. რაც ნაკლები - უკეთესია. ინგლისს ორი ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, ბელგიას - სამი. თუ
ინგლისი და ბელგია ერთმანეთს მუნდიალებზე მესამედ ხვდებიან. ბოლოს ამ გუნდებმა ერთმანეთში 28 წლის წინათ ითამაშეს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
1990 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში, იტალიაში, დევიდ პლეტმა დამატებით დროში გაიტანა გამარჯვების გოლი და ინგლისი ნახევარფინალში გაიყვანა. უფრო შორეულ, 1954 წლის მუნდიალზე კი მათ 4:4 ითამაშეს.
ვინაიდან ორივე გუნდი მუნდიალის მერვედფინალში უკვე გასულია, არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი უძლიერესი შემადგენლობებით ითამაშებენ. ეს განსაკუთრებით ბელგიას ეხება, რომელსაც რომელუ ლუკაკუ ისედაც ტრავმირებული ჰყავს, თუმცა კურტუასა და ალდერვეირელდს თუ არ ჩავთვლით, ძირითადის სხვა ფეხბურთელებს მწვრთნელი დაასვენებს.
ბელგიელთა შემადგენლობაში ორ გამოჯანმრთელებულს, კომპანისა და ვერმალენს ველით.
გარეთ საუთგეიტის გუნდი უფრო შერეული შემადგენლობით გამოვა - წინ ვარდისა და რაშფორდს მიეცემათ შანსი, ხოლო კეინი სკამზე დაჯდება.
ხუთშაბათი. 28 ივნისი. კალინინგრადი. კალინინგრად სთედიუმი
ინგლისი-ბელგია 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი (3-5-2): პიკფორდი - ჯონსი, სტოუნსი, კეჰილი - ალექსანდერ-არნოლდი, ალი, დაიერი, დელფი, როუზი - ვარდი, რაშფორდი
ბელგია (3-4-2-1): კურტუა - ალდერვეირელდი, კომპანი, ვერმალენი - იანუზაი, ფელაინი, მ. დემბელე, შადლი - ტილემანსი, თ. აზარი - ბატშუაი
არბიტრი: დ. სკომინა (სლოვენია)
* * *
მეორე თამაშზე რა ვთქვათ? ტუნისს შესანიშნავი შანსი ეძლევა, მუნდიალს გამარჯვებით დაემშვიდობოს. აფრიკელებს მხარამოვარდნილი ჰასენი დააკლდებათ, ამერიკელებს - დისკვალიფიცირებული კუპერი.
ხუთშაბათი. 28 ივნისი. სარანსკი. მორდოვ არენა
პანამა-ტუნისი 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
პანამა (4-3-3): პენედო - ესკობარი, ტორესი, ბელოი, დევისი - გოდოი, გომესი, ავილია - ბარსენასი, პერესი, როდრიგესი
ტუნისი (4-3-3): ბენ მუსტაფა - ნაგუეზი, ბენალუანი, მერიაჰი, მაალული - ხაუი, სხირი, სასი - ბენ იუსეფი, ხაზრი, სლიტი
არბიტრი: ნ. შუკრალა (ბაჰრეინი)
ფაქტები
- მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე 8 გოლი ბელგიისთვის უკვე რეკორდია. არადა, გუნდს კიდევ ერთი თამაში რჩება.
- ბელგიასა და ინგლისს ერთად 31-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.
- ბელგიამ მოიგო ბოლო 7 მატჩი მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით), ინგლისმა - 6.
- ტურნირზე ბელგიამ ბოლო 4 მატჩში, სულ მცირე, 3 გოლი მაინც გაიტანა.
- პანამამ ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხა.
- ტუნისის ნაკრები ბოლო 5 თამაშია, რაც გოლს აუცილებლად უშვებს.
- ტუნისის ნაკრებს ამ მუნდიალზე მხოლოდ 6 ზუსტი დარტყმა აქვს, პანამას კიდევ უფრო ცოტა - 4.
- პანამელთა კარში უკვე დაინიშნა 2 პენალტი. ამ გუნდმა ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი მიიღო მუნდიალზე - 8.
მუნდიალი 2018. H ჯგუფის ბოლო მატჩების წინ: პოლონელები კარის გაჯახუნებას აპირებენ
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"