მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ტურში H ჯგუფში კოლუმბიამ სენეგალს სძლია, უმოტივაციო პოლონეთმა კი იაპონიას და პლეი-ოფში კოლუმბია და იაპონია გავიდნენ.
პოლონელები უკვე ჩარჩენილები იყვნენ ჯგუფში და მათთვის ერთადერთი მოტივაცია ტურნირზე კარის გაჯახუნება იყო. პირველი ტაიმი თანაბარ თამაშში წარიმართა და 0:0 დასრულდა. 59-ე წუთზე კი კურზავას ჩაწოდებული ბურთი ცენტრალურმა მცველმა ბედნარეკმა კავაშიმას კარში გადაგზავნა. ამის შემდეგ იაპონელები ბევრს და უშედეგოდ ეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას და წაგების მიუხედავად მაინც გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
H ჯგუფი. ხუთშაბათი. 28 ივნისი. ვოლგოგრადი. 42 189 მაყურებელი
იაპონია - პოლონეთი 0:1
გოლი: 0:1 ბედნარეკი (59)
იაპონია: კავაშიმა, ჰ. საკაი, მაკინო, იოშიდა, ნაგატომო, შიბასაკი, უსამი (ინუი 65), გ. საკაი, იამაგუჩი, ოკაზაკი (ოსაკო 47), მუტო (ჰასებე 82)
პოლონეთი: ფაბიანსკი, ბერეშინსკი, გლიკი, ბედნარეკი, ენდჟეიჩიკი, გორალსკი, კრიხოვიაკი, გროსიცკი, ზელინსკი (ტეოდორჩიკი 79), კურზავა (პეჟკო 80), ლევანდოვსკი
კოლუმბიას ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ შეტევაში არაფერი გამოსდიოდა და მწვრთნელმა 31-ე წუთზე ტრავმირებული ხამესის ნაცვლად შეცვლაზე მურიელი შეიყვანა, მაგრამ ამით არც არაფერი არ შეიცვალა. სამაგიეროდ შეიცვალა მეორე ტაიმში, როდესაც მინამ თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. დარჩენილ დროში სენეგალი ეცადა მატჩის გადარჩენას, მაგრამ ვერ მოახერხა და წააგო.
H ჯგუფი. ხუთშაბათი. 28 ივნისი. სამარა. 41 970 მაყურებელი
სენეგალი - კოლუმბია 0:1
გოლი: 0:1 მინა (75)
სენეგალი: კ. ნ'დიაიე, გასამა, კულიბალი, სანე, საბალი (ვაგი 74) , კუიატე, გეიე, ნიანგი (საჰო 85), მანე, ბალდე (კონატე 80), სარი
კოლუმბია: ოსპინა, არიასი, მინა, დ. სანჩესი, მოხიკა, კ. სანჩესი, ურიბე (ლარმა 83), კუადრადო, ხამესი (მურიელი 31), კინტერო, ფალკაო (ბორხა 89)
19:51 28-06-2018
მუნდიალი 2018: კოლუმბიამ სენეგალს სძლია, პოლონეთმა კი იაპონიას. პლეი-ოფში კოლუმბია და იაპონია გავიდნენ [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული