მუნდიალი 2018: საფრანგეთი - არგენტინა 4:3 ობიექტურად უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებმა 4:3 დაამარცხა არგენტინა და დამსახურებულად გავიდა 1/4 ფინალში.

საფრანგეთის ნაკრები ამ შეხვედრაში ფავორიტი იყო, თავიდანვე შეუტია და გრიზმანმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, მე-13 წუთზე კი გალები დაწინაურდნენ: მბაპემ 50-მეტრიანი რეიდი განახორციელა, როხო იძულებული იყო საჯარიმოში წაექცია და თერტმეტმეტრიანით გრიზმანმა გახსნა ანგარიში. შემდეგ მბაპე ისევ გაექცა მეურვეებს და საჯარიმოს ხაზთან მოცელეს. ტალიაფიკომ ყვითელი ბარათი მიიღო, პოგბამ კი საჯარიმო დარტყმა უხეიროდ შეასრულა. არგენტინის ნაკრებმა შეტევების ორგანიზება ვერ მოახერხა, მომენტის მსგავსიც კი ვერ შექმნა და 41-ე წუთზე დი
მარიას შორიდან გატანილი გოლი ლოგიკიდან სრულად ამოვარდნილი იყო. პსჟ-ს ნახევარმცველს ჯგუფურ ეტაპზე არაფერი სახეირო არ გაუკეთებია და მოულოდნელად ახეირა თავისი გუნდი. მან გოლი 27.6 მეტრიდან გაიტანა, რაც მიმდინარე ტურნირის რეკორდია.

შესვენების შემდეგ დი მარია საჯარიმოსთან წააქციეს, ჩაწოდებული ბურთი საბოლოოდ მერკადოს მიუვიდა და ვერცხლისქვეყნელები დაწინაურდნენ. თუმცა, ალბისელესტეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - მალე პავარმა ანარიში გაათანაბრა. მერე მბაპემ ორი გოლი გაიტანა, კომპენსირებულ დროში აგუერომ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და სამხრეთამერიკელები დამარცხდნენ.

მოკლედ, ამ შეხვედრაში ალბისელესტეს ლიდერმა ლეო მესიმ თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა და უფრო უკეთესმა, უფრო ბალანსირებულმა გუნდმა გაიმარჯვა.
შაბათი. 30 ივნისი. კაზანი. 42 873 მაყურებელი
საფრანგეთი - არგენტინა 4:3
გოლები: 1:0 გრიზმანი (13, პენ), 1:1 დი მარია (41), 1:2 მერკადო (48), 2:2 პავარი (57), 3:2 მბაპე (64), 4:2 მბაპე (68), 3:4 აგუერო (90+2)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, პოგბა, კანტე, მატუიდი (ტოლისო 76), გრიზმანი (ფეკირი 83), ჟირუ, მბაპე (ტოვენი 88)

არგენტინა: არმანი, მერკადო, ოტამენდი, როხო (ფასიო 46), ტალიაფიკო, პერესი (აგუერო 65), მასკერანო, ბანეგა, პავონი (მესა 76), მესი, დი მარია
მკითხველის კომენტარები / 17 /
ზიზუ-ს. ფერადკანიანები რატომ ყავთ,ვიცი. მაგრამ იმას როგორ ახსნით,რომ მთელი სტადიონი არგენტინის ფანებით იყო გადაჭედილი, საფრანგეთს კი 1 სექტორი გულშემატკივარიც კი არ ყავდა. იქნებ რუსეთი არგენტინასთან უფრო ახლოა, ან საფრანგეთია არგენტინაზე ღატაკი და ბილეთის ფული არ აქვთ.
2
არც მესის და არგენტინის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ რომ წერთ მესიმ ვერაფერი გააკეთაო როდის აქეთაა რაც 2 საგოლე პასი არაფერია?! 30 წელია ფეხბურთს ვუყურებ და მესისნაირად 1 კაცს 3 კაცი დასდევდეს არ მინახავს, უნდა გიხაროდეთ რო მის თამაშს მოესწარით. საჭირო არ არის მარადონასთან, პელესთან, რონალდოსთან შედარებები და ამ დიდი ფეხბურთელებიდან რომელიმეს დაკნინება სუბიექტური მიზეზებით. უბრალოდ უყურეთ ხალხო და ისიამოვნეთ
ავტორს
11:42 01-07-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული