მუნდიალი 2018: შენც, რონალდო? - ლეო მესის დარად მსოფლიოს ჩემპიონატს კრიშტიანოც დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ურუგვაიმ პორტუგალია 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალს უწია.

ურუგვაის ნაკრები მართლაც ძალიან ორგანიზებული გუნდია და დებიუტშივე მოიპოვა ფორა, როდესაც კავანიმ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი საჯარიმოდან სუარესის დარტყმული ბურთი პატრისიუმ მოიგერია. ასეთი გუნდი კი მოპოვებულ უპირატესობას ასე ადვილად არ ანიავებს, მეტოქის და მისი ლიდერის, რონალდოს შეტევებიც გააუვნებელყო და პირველი ტაიმი მოიგო.

თუმცა, შესვენების შემდეგ პეპემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 62-ე წუთზე კავანიმ დუბლი შეასრულა. ამის მერე პორტუგალიელები იერიშზე გადავიდნენ და მუსლერას შეცდომით ბერნანდო სილვამ ვერ ისარგებლა, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში
ვერ გადაგზავნა. ეგ იყო და ეგ, ლუზიტანთა მიერ ანგარიშის გათანაბრების მცდელობებს შედეგი აღარ მოჰყოლია და სამხრეთამერიკელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
შაბათი. 30 ივნისი. სოჭი. "ოლიმპიისკი". 44 873 მაყურებელი
ურუგვაი - პორტუგალია 2:1
გოლები: 1:0 კავანი (7), 1:1 პეპე (54), 2:1 კავანი (62)

ურუგვაი: მუსლერა, ხიმენესი, გოდინი, კასერესი, ბენტაკური (როდრიგესი 63), ნანდესი (სანჩესი 81), ტორეირა, ვესინო, ლაქსალტი, კავანი, სუარესი

პორტუგალია: პატრისიუ, პეპე, გერეირო, ფონტე, რიკარდო, ადრიენ სილვა (კვარეჟმა 65), ბერნარდო სილვა, ვილიამ კარვალიო, ჟოაუ მარიუ (ფერნანდეში 85), გედეში (ანდრე სილვა 74), რონალდო
მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩემს კომენტარებს "ანესთეზეოლოგის" სახელით, რატომ არ აქვეყნებთ? კომენტარის გაკეთების წესი არაფრით არ ირღვევა და ყველანაირ ნორმაში ჯდება, რაიმე პირადად თქვენთვისაა მიუღებელი?:)
ანესთეზეოლოგი
22:56 01-07-2018
0
მეგობარო მესმის არ მოგწონდეს ოკუპანტი რუსეთი ა მეც შენ მხარეს ვარ ამსაკითხში,მაგრამ რასაც აქწერ ეტყობა სხვარამეს უყურებ,რასუწუნებ სტადიონებს ან დანარჩენ რამეს?
tngh
18:40 01-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული