ua-football.com: მახინჯურად მოთამაშე რუსეთი მეოთხედფინალში მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა გააღოღა

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა ua-football.com-მა აღნიშნა, რომ ესპანეთთან მატჩში რუსეთის ნაკრებმა მახინჯი ფეხბურთი ითამაშა და მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა მეოთხედფინალში გააღოღა.

მსაჯობაზე კომენტარი ფიფას ყოფილმა არბიტრმა მიროსლავ სტუპარმა გააკეთა.

"კუიპერსის მსაჯობას ცალმხრივად ან შეცდომებით სავსეს ვერ ვუწოდებ, მაგრამ არსებობს "საშინაო მსაჯობის" მცნება და ამ შეხვედრაში სწორედ ამას ჰქონდა ადგილი.

პენალტის დანიშვნის მომენტში პიკემ ხელით ითამაშა და ეს შემთხვევით არ გაუკეთებია. ვერ ვიტყვით, რომ რეფერიმ არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

აი, 104-ე წუთზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი ყველაფერი ცალსახა არაა. იგნაშევიჩმა ჭიდაობის ილეთით წააქცია პიკე. ესპანელები
ვიდეოგამეორებას ითხოვდნენ. ვთვლი, რომ მონიტორთან კუიპერსი სულ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ მან ასისტენტებთან კონსულტაცია ამჯობინა. შესაძლოა, ამის შემდეგ თავისი შეხედულებით მიიღო გადაწყვეტილება და თერთმეტმეტრიანის დადება ვერ გაბედა".

altმუნდიალი 2018: რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა [VIDEO]

altსესკ ფაბრეგასი: რას ჰგავდა ეს? - ეს იყო ბურთის ფლობა ბურთის ფლობისთვის

მკითხველის კომენტარები / 24 /
ესპანეთმა ხო დახატა ბებიაშენისამ
Genius
02 ივლისი 2018 06:53
6
კარგი რა. ნუ ხართ შურიანები. რატომ წერთ უკრაინულ სისულელეს? მოიგეს და გავიდნენ. მახინჯი თამაში? აბა უაზრო ტიკიტაკა რაა? გაეტანა ესპანეთს, ვინ უშლიდა. ხახოლები გულზე სკდებიან.
Kola
02 ივლისი 2018 06:42
30
შენ ეტყობა სიხარულით სკდები
zaza
02 ივლისი 2018 09:10
16
სად დაეხმარა მსაჯი რუსეთს? თაამშს ვუყურე და არ მახსენდება. ხელით შეხება და დავარდნაზე პენალი რომ ინიშნებოდეს, მაშინ თამაშში 10 პენალტს დანიშნავენ. ესპანეთს მაინც არ ექნებოდა ხორვატიასთან შანსი.
1111
02 ივლისი 2018 05:57
12
არგენტინა-ნიგერიას არ უყურე? კუთხურიდან ჩაწოდებულზე რა პენალტი დადო მსაჯმა არ გენტინის კარში? იმაზე მეტად უხეშობდა რუსი პიკეზე გუშინ
ჯონი
02 ივლისი 2018 11:42
3
იმ დროს მომასწრო, როდესაც ჩვენს ნაკრებს ვინმე სადმე გააღოღებს...
kroosi
02 ივლისი 2018 10:35
2
საქართველომ რო მოუგო ესპანეთს ის როგორი იყო თუ ეხლა რადგან რუსებია ხორვატიასთან შანსი არცერთს ექნებოდა მაინც.
dato
02 ივლისი 2018 09:21
9
საქართველოს ესპანეთთან მოგება რომ გახსოვს, ხორვატიასთან მოგებაც /გასვლაზე/ უნდა გახსოვდეს ბურჯანაძისტო მეცოცხევ! რატომ ბურჯანაძისტი მეცოცხე? საქართველოს მოგებას რუსის მოგებასთან რომ აყენებ იმიტომ
ვალიკა ედიშეროვი
02 ივლისი 2018 10:04
13
ეგ მიროსლავ სტუპარიც კარგი დამპალი იყო,თავის დროზე.
სოსო
02 ივლისი 2018 10:24
3
სისხლი გვქონდა გამშრალი მაგ სტუპარისგან. ერთხელ ერევანში სულაქველიძე გააგდო, ტაში რატომ დამიკარიო, თან 1:0 ვაგებდით, თუმცა ის თამაში 4;1 მოვიგეთ.
ეეეჰ, იყო დრო ....
ჰაჰა
02 ივლისი 2018 11:39
1
სწორი ხარ. საზიზღარი ვინმე იყო ეს სტუპარი. ოღონდ სულაქველიძე ერევანში 1:1-ზე გააგდეს...
tngh
02 ივლისი 2018 15:24
1
ყველა გამოხმაურება
უკრაინაში 5–დღიანი ტრაური გამოაცხადეს!
ჰა ,ჰა!
02 ივლისი 2018 12:17
3
სტუპარმა და მისმა მსგავსმა მსაჯებმა გაგვიშრეს სისხლი სსრკ-ში. ამ კაცმა 1977 წელს ნაღდი ჩემპიონობა დაგვაკარგვინა...
tngh
02 ივლისი 2018 14:32
0
ალბათ ავტორს ესპანეთზე ჰქონდა დადებული)
ზურა
02 ივლისი 2018 10:18
6
გამაგიჟებთ რა! სახელებს რატომ გულშემატკივრობთ? ვაიმე იტალია არაა, ჰოლანდია არაა, არგენტინა, პორტუგალია, ესპანეთი გავარდა რა გვეშველება, ვინც ძლიერია მოიგოს და დარჩეს! რითაა მაგათზე ნაკლები შვედეთი?! ან საკუთარ თავს კითხეთ საქართველომ იტალია რომ გააგდოს გული დაგწყდება აუ რა გუნდი გავარდაო?! ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას!
გენო
02 ივლისი 2018 15:12
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული