მუნდიალი 2018. 1/8-ფინალის წინ. ბელგია VS იაპონია - ბელგია აშკარა ფავორიტია

AutoSharing Option
ბევრის შეფასებით, ეს არის ყველაზე არათანაბარი წყვილი მერვედფინალურ ეტაპზე, სადაც "წითელი ეშმაკები" აშკარა ფავორიტები არიან.

G ჯგუფის ბოლო ტურში დელიკატური სიტუაცია შეიქმნა - ბელგია და ინგლისი პირველობისთვის იბრძოდნენ, მაგრამ პირველი ადგილის დაკავება შედარებით სუსტ იაპონიასთან მოხვედრასთან ერთად, ბადის შედარებით რთულ მხარეს ნიშნავდა. ბელგიამ გარისკა და მოიგო ადნან იანუზაის გოლით. იაპონიის ნაკრები კი მერვედფინალში წაგებით გავიდა - მესამე ტურში უკვე გავარდნილ პოლონეთთან კი დამარცხდა (0:1), მაგრამ მაინც გავიდა "ფეარ პლეის" პრინციპის წყალობით.
ამ ორი ნაკრების ურთიერთშეხვედრებში იაპონია ლიდერობს -
2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება.

ბელგიელთა ბანაკში ორი მოთამაშის თამაში საეჭვოა - რომელუ ლუკაკუსა და ედენ აზარის, თუმცა რობერტო მარტინესს იმედი აქვს, რომ "წითელ ეშმაკთა" ლიდერები ამ მატჩისთვის მწყობრში იქნებიან. როგორც ჩანს, დრის მერტენსი შეინარჩუნებს ადგილს სასტარტო შემადგენლობაში.

ბელგიელთა ბანაკში ყვითელი ბარათის მიღებას უნდა ერიდონ ვერტონგენი, დე ბრუინი, მონიე, ტილემანსი და დენდონკერი, მათ უკვე აქვთ მიღებული ყვითელი ბარათები. იაპონიაში ასეთები ინუი, ჰასებე, კავაშიმა და მაკინო არიან.

ტაკაში ინუი (იაპონია): "ჩვენი მიზანი პასებით თამაში და მატჩზე კონტროლის მოპოვებაა. ბელგიელებს ძალიან შემტევი ფლანგის ფეხბურთელები ჰყავთ. ვფიქრობ, მათ დაცვაში სივრცეების პოვნას შევძლებთ".

ადნან იანუზაი (ბელგია): "კარგი გოლი გავიტანე, მაგრამ ეს უკვე წარსულია. მინდა, კიდევ გავიტანო და ეს იაპონიასთან მატჩში შევძლო. მიღწეულით არ დავკმაყოფილდები".

ფაქტები
  • იაპონიის ნაკრებმა ბოლო 9 მატჩში მხოლოდ 2 მატჩი მოიგო (2 ფრე, 5 წაგება).
  • იაპონიის ნაკრები პლეი-ოფში მე-4-ედ გავიდა, მაგრამ ჯერ მერვედფინალური ეტაპი არასოდეს დაუძლევია.
  • იაპონიის ნაკრებმა ევროპულ გუნდებთან ბოლო 5 მატჩი წააგო, მათ შორის, ამხანაგური მატჩი ბელგიასთან (0:1).
  • რომელუ ლუკაკუს ბელგიის ნაკრებში ბოლო 4 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.
  • მუნდიალებზე იაპონიის ნაკრების ბოლო 10 გოლიდან 4 კეისუკე ჰონდას ანგარიშზეა, სამში კი მან საგოლე პასი მიითვალა.
  • იაპონიამ მუნდიალებზე ევროპულ გუნდებთან ბოლო 6 მატჩიდან 5-ში გოლი ვერ გაიტანა.
  • ბელგიის ნაკრებმა ბოლო 8 მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.
  • იაპონიამ მუნდიალზე ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და 4 წააგო. საპირისპიროდ, ბელგიამ მუნდიალზე ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო.

Sportall.GeGalleria Italiana- უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს და მიირთვი საფერავში მოხარშული და დამარინადებული საფირმო კანჭი + 6 კათხა ლუდი!





Sportall.GePoint Terrasse - უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს დიდ ეკრანზე და მიირთვით გრილზე შემწვარი ხორცის დაფა + 4 კათხა ლუდი "აისი" 4 პერსონისთვის.



ორშაბათი. 2 ივლისი. როსტოვი. როსტოვ არენა
ბელგია-იაპონია 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
ბელგია (3-4-2-1): კურტუა - ალდერვეირელდი, ბოიატა, ვერტონგენი - მონიე, დე ბრუინი, ვისტელი, კარასკო - ე. აზარი, მერტენსი - ლუკაკუ
იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა - საკაი, შოჯი, იოშიდა, ნაგატომო - ჰასებე, შიბასაკი - ჰარაგუჩი, კაგავა, ინუი - ოსაკო
არბიტრი: მ. დიედიუ (სენეგალი)

altმუნდიალი 2018. 1/8-ფინალის წინ. ბრაზილია VS მექსიკა - ნეიმარმა თავიდან უნდა ამტკიცოს...


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ ლუკაკუ კლუბშიც წითელ ეშმაკებშიც თამაშობს და ნაკრებშიც ))) არამგონია ბელგია ბრაზიკიას გასცდეს მაგრამ თუ გასცდა წითელ ეშმაკებს ლურჯი მამლები დაპეპლავენ ))
ტოტტი
15:13 02-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული