Goal-ი ამტკიცებს, რომ ბრაზილიელთა სასტარტო შემადგენლობაში მარსელო და კოუტინიო არ იქნებიან და ტიტე იმ შემადგენლობას დააყენებს, რომლითაც სერბეთთან მატჩი დაასრულეს: ალისონი - ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, ფელიპე ლუისი - ფერნანდინიო, კაზემირო, რენატო აუგუსტო - ვილიანი, ჟესუსი, ნეიმარი.
მექსიკის ნაკრების ფეხბურთელებმა ჩიჩარიტომ და მიგელ ლაიუნმა კი თმა ყვითლად შეიღებეს და "სელესაოსთან" იმიჯშეცვლილები ითამაშებენ.
მუნდიალი 2018. 1/8-ფინალის წინ. ბრაზილია VS მექსიკა - ნეიმარმა თავიდან უნდა ამტკიცოს...
ვასილი უტკინი - ბრაზილიის ნაკრებზე: დაფარფატებს როგორც პეპელა, იკბინება როგორც კოღო