კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა განაცხადა, რომ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ტრავმა სერიოზული არაა.
"კარგი ამბავი რენტგენის სურათის გადაღების შემდეგ. მისი ტრავმა სერიოზული არაა. კიდევ გვაქვს დრო იმისათვის, რათა დავაკვირდეთ, როგორ მდგომარეობაშია. იმედია, ითამაშებს", - თქვა პეკერმანმა.
კოლუმბიისა და ინგლისის ნაკრებების მატჩი დღეს მოსკოვში ჩატარდება.