ხომ გეუბნებოდი! - რა ხდებოდა ესპანელთა ბანაკში პენალტების სერიის დროს

AutoSharing Option
Marca-მ ესპანეთისა და რუსეთის ნაკრებების პენალტების სერიის დროს დიეგო კოშტასა და ფერნანდო იეროს საუბარი გაშიფრა.

"ფურია როხას" მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თერთმეტმეტრიანს კოკეც შეასრულებდა.

ამ ყველაფერს კი დიეგო კოშტა შეეწინააღმდეგა, რომელიც იეროს ეუბნებოდა, რომ ეს ძალიან ცუდი არჩევანი იყო.

კოკე მადრიდის "ატლეტიკოში" კოშტას თანაგუნდელია და ესპანელთა ფორვარდმა იცოდა, რომ ის პენალტს კარგად ვერ ასრულებდა.

ამის შემდეგ იერო "როხიბლანკოს" ნახევარმცველთან მივიდა და ჰკითხა, მზად იყო თუ არა, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი შეესრულებინა, რაზეც ფეხბურთელი დათანხმდა.

Sportall.Ge

ამ ყველაფრის შემდეგ ესპანელთა თავკაცმა გადაწყვეტილება აღარ
შეცვალა. კოკეს დარტყმული თერთმეტმეტრიანი კი იგორ აკინფეევმა მოიგერია, რის შემდეგაც რუსეთი 1/4-ფინალში გავიდა.

კოშტა ამ მომენტმა ძალიან გააღიზიანა. ის იეროს უყურებდა და ეუბნებოდა: "ხომ გუბნებოდი, უნდა დაგეჯერებინა!"

Sportall.Ge

altმუნდიალი 2018: რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა [VIDEO]

altფერნანდო იერო: ეს ჩავარდნა და ფიასკო არ იყო

altსერხიო რამოსი: რუსების ერთადერთი შანსი პენალტებამდე მიღწევა იყო

altესპანეთის ნაკრებს წაგება გასახდელში მეფემ მიუსამძიმრა და ფეხბურთელები გაამხნევა

altua-football.com: მახინჯურად მოთამაშე რუსეთი მეოთხედფინალში მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა გააღოღა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული