შვედეთი VS შვეიცარია - ზლატანის დროს ამაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა

AutoSharing Option
კიდევ ერთი ევროპული დაპირისპირება მერვედფინალში. შვედეთს, მართალია, ზლატანი აღარ ჰყავს, მაგრამ ნაკრები უკეთეს შედეგს კი აჩვენებს.

შვედეთი 2006 წლის მერე პირველად თამაშობს მუნდიალზე და პლეი-ოფშია. არადა, გუნდი ძალიან ძლიერი საკვალიფიკაციო, შემდეგ კი ფინალური ჯგუფური ეტაპიდან გავიდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში შვედებმა მექსიკას 3:0 მოუგეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. შვეიცარიელებმა ბრაზილიის ჯგუფში მეორე ადგილი იკმარეს. ბოლო ტურში შვეიცარია 2:2 დაუზავდა კოსტა რიკას.

მიუხედავად ამისა, წყვილში მაინც მეორე ადგილით გასული შვეიცარიაა ფავორიტი, რომელიც ფიფას რეიტინგშიც უსწრებს მეტოქეს.

ურთიერთშეხვედრებში სკანდინავიელები ოდნავ წინ
არიან - 5 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება.

შვეიცარიის ნაკრები ზედიზედ მეოთხე მუნდიალზე გამოდის. ევროპულ გუნდს მერვედფინალის ბარიერი 1954 წლის მუნდიალის შემდეგ ვერ გადაულახავს. შვედების ყველაზე ხელშესახები ბოლო წარმატება 1994 წლის მუნდიალზე მე-3 ადგილის დაკავებაა.

ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ შვეიცარიის ნაკრებმა 20-დან 15 თამაში მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი დათმო. გუნდი ბრწყინვალედ არის შეთამაშებული. საკმარისია ითქვას, რომ ბრაზილიასთან მატჩში შვეიცარიას 11-დან 9 ისეთი ფეხბურთელი ჰყავდა, რომელთაც ევრო 2016-ზე შვეიცარიის ნაკრების ბოლო მატჩი სასტარტოში დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის გამარჯვებული მეოთხედფინალში ინგლისისა და კოლუმბიის ნაკრებების მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

შვედების რიგებში ძალზე საეჭვოა ნახევარმცველ სებასტიან ლარსონის თამაში. მას სასტარტოში გუსტავ სვენსონი შეცვლის. პეტკოვიჩსაც მოუწევს იძულებითი ცვლილებები, რადგან ფაბიან შერი და შტეფან ლიხტშტაინერი დისკვალიფიცირებულები არიან. მათ ნაცვლად ლანგი და ჯურუ დაწინაურდებიან. ცუბერი ავადმყოფობს და ემბოლო სასტარტოში ადგილს შეინარჩუნებს.

გაფრთხილებები აქვთ და უნდა ფრთხილად იყვნენ - ეკდალი, კლაესენი, ლუსტიგი (შვედეთი), ზაკარია, ბეჰრამი და შაჩირი (შვეიცარია).

ფაქტები
  • შვეიცარიის ნაკრები 9 თამაშია, რაც არ დამარცხებულა.
  • შვედეთის ნაკრებს ზედიზედ სამ თამაშში არ უთამაშია ფრე.
  • შვედეთი მუნდიალზე ზედიზედ მეოთხედ გავიდა პლეი-ოფში.
  • მექსიკასთან მატჩამდე შვედეთს 11 მატჩის განმავლობაში არ ჰქონდა შეხვედრაში 2 გოლზე მეტი გატანილი.
  • შვედეთი და შვეიცარია მუნდიალებზე პირველად ხვდებიან ერთმანეთს.


Sportall.GeGalleria Italiana- უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს და მიირთვი საფერავში მოხარშული და დამარინადებული საფირმო კანჭი + 6 კათხა ლუდი!





Sportall.GePoint Terrasse - უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს დიდ ეკრანზე და მიირთვით გრილზე შემწვარი ხორცის დაფა + 4 კათხა ლუდი "აისი" 4 პერსონისთვის.




1/8-ფინალი. სამშაბათი. 3 ივლისი. სანკტ-პეტერბურგი. კრესტოვსკი
შვედეთი-შვეიცარია 18:00
სავარაუდო შემადგენლობები
შვედეთი (4-4-2): ოლსენი - ლუსტიგი, ლინდელიოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი - კლაესონი, სვენსონი, ეკდალი, ფორსბერგი - ბერგი, ტოივონენი
შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლანგი, ჯურუ, აკანჯი, როდრიგესი - ბეჰრამი, ჯაკა - შაჩირი, ჯემაილი, ემბოლო - გავრანოვიჩი
არბიტრი: დ. სკომინა (სლოვენია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ უნდა იფრთხილონ, აკი 1/4-ფინალიდან ბარათები უქმდებაო?!..
მსქროლავი ტროლი
13:27 03-07-2018
0
შვედეთი 2006 წლის მერე პირველად თამაშობს მუნდიალზე და პლეი-ოფშია. და მერე ეს შვედეთი მუნდიალზე ზედიზედ მეოთხედ გავიდა პლეი-ოფში. იქნებ გაგვარკვიოთ :)
კახა
14:37 03-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული