ჯონ ობი მიკელის მამა არგენტინასთან მატჩამდე გაიტაცეს და გამოსასყიდი მოსთხოვეს

AutoSharing Option
ნიგერიის ნაკრების ნახევარმცველის, ჯონ ობი მიკელის მამა არგენტინასთან (1:2) მატჩამდე გაიტაცეს.

26 ივნისს, გადამწყვეტი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე 31 წლის ფეხბურთელმა მამის გატაცების შესახე გაიგო, როცა ავტობუსით სტადიონზე მიემართებოდა.

ოჯახის წევრმა ობი მიკელს დაურეკა და უთხრა, რომ გამტაცებლებს მიცემულ ნომერზე უნდა გადაურეკოს. როცა "ტიანცზინ ტედას" ფეხბურთელმა დარეკა, მას უთხრეს, რომ ფული უნდა გადაიხადოს. ფეხბურთელს დაემუქრნენ, რომ თუ ამის შესახებ ვინმეს ეტყოდა, მამას მოუკლავდნენ.

პა მიკელ ობი ნიგერიაში გაიტაცეს, როცა ის დაკრძალვაზე მიემართებოდა. პოლიციამ მისი გათავისუფლება შეძლო, თუმცა ერთკვირიანი მძევლობის
დროს ის აწამეს და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

"ვთამაშობდი, როცა მამა კრიმინალების ხელში იყო. ტრავმის შესახებაც კი დამავიწყდა.

არ ვიცოდი, რა მექნა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ არ შემიძლია 180 მლნ ნიგერიელის დაღალატება. მომიწია თავიდან ამომეგდო ეს ამბავი და მოედანზე გავედი, რომ ჩემი ქვეყანა წარმედგინა.

ამის შესახებ მწვრთნელს ან ფედერაციის თანამშრომლებსაც ვერ ვეტყოდი. ამის შესახებ ჩემი სამეგობროს მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა.

მათ მითხრეს, რომ მამას მომიკლავდნენ, თუ ამის შესახებ ვინმეს ვეტყოდი.

საბედნიეროდ, მამაჩემი ორშაბათს გაათავისუფლეს. პოლიციისა და მთავრობის მადლიერი ვარ მათი ძალისხმევის გამო.

სამწუხაროდ, მამა ახლა საავადმყოფოშია და მკურნალობას გადის", - მოჰყვა ობი მიკელმა.

აღსანიშნავია, რომ ეს მეორე შემთხვევაა, როცა ობი მიკელის მამა გაიტაცეს. პირველად ეს 2011 წლის აგვისტოში მოხდა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
სად არი ნიგერიის შინაგან სამინისთრო,სად არი ქანონი???:)))
alex
10:46 04-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული