ინგლისისა და კოლუმბიის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის პირველ ტაიმში ტრიბუნაზე ოპერატორებმა საინტერესო ქომაგი შეამჩნიეს.
გოგონას ხელში ფურცელი ეჭირა, სადაც ეწერა:
"ჯონ, კატას აჭამე. 2 კვირაში დავბრუნდები. მიყვარხარ".
როგორც ჩანს, ინგლისელი გულშემატკივარი დარწმუნებული იყო, რომ ინგლისი შემდეგ ეტაპზე გავიდოდა. მეტიც, მას ჰგონია, რომ ინგლისი ფინალში გავა, რადგან მუნდიალი ზუსტად 2 კვირაში მთავრდება.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა პენალტების სერიაში კოლუმბიას 4:3 მოუგო. მეოთხედფინალში ინგლისელები შვედეთს შეხვდებიან.
Galleria Italiana- უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს და მიირთვი საფერავში მოხარშული და დამარინადებული საფირმო კანჭი + 6 კათხა
Point Terrasse - უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს დიდ ეკრანზე და მიირთვით გრილზე შემწვარი ხორცის დაფა + 4 კათხა ლუდი "აისი" 4 პერსონისთვის.