"რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში ჩემთვის პირველი ქვეყანა ჩემი სამშობლო, საფრანგეთია. ასევე ძალიან მიყვარს ურუგვაი, რომელსაც სიყვარულით ჩემს გულში მეორე ადგილი უჭირავს.
ამ ქვეყანაში ძალიან კარგი ადამიანები ცხოვრობენ და ურუგვაიდან ბევრი მეგობარი მყავს.
ჩემთვის მათ წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული და ემოციური იქნება", - აღნიშნა გრიზმანმა.
ურუგვაისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება 6 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
სუარესი: ფრანგები ტყუილად თავს ნუ დაიმშვიდებენ, კავანიზე უკეთესი ფეხბურთელებიც გვყავს