ჟოზე მოურინიო ნეიმარზე: ყველა გუნდს ჰყავს სიმულანტი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ თითქმის ყველა შეხვედრაში ხდება სიმულაცია.

"ბრაზილია-მექსიკის მატჩის ნეგატივი ფეხბურთელების მიერ შესრულებული თეატრალური წარმოდგენები გახდა. მხოლოდ ამ თამაშზე არ ვსაუბრობ. ძალიან დიდი ყურადღებაა მიპყრობილი ნეიმარისა და მისი ქმედებების მიმართაც.

ეს მხოლოდ ნეიმარს რომ ეხებოდეს, კიდევ კარგი, მაგრამ ყველა გუნდს ჰყავს სიმულანტი, რომელიც მსაჯზე თამაშობს. ყველა ბარათებს ითხოვს, დარღვევას, პენალტს.

ამის გამო ფეხბურთი ხარისხს კარგავს და თითქმის ყოველ მატჩში ვხედავთ ამას", - თქვა მოურინიომ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული