პეტერ შმეიხელი: ნეიმარი სამარცხვინოდ იქცევა. არ მინდა, ის ფეხბურთში იყოს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, მას ხშირად ეუხეშებიან და ამას "აფორმებს" კიდეც. "მანჩესტერისა" და დანიის ნაკრების ყოფილი მეკარე, პეტერ შმეიხელი, რომელიც მუნდიალზე ექსპერტად მუშაობს, ფორვარდს აკრიტიკებს.

"ღმერთო ჩემო, ნეიმარს მექსიკასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს. ფიფამ მის საქციელს უნდა მიაქციოს ყურადღება. მის საქციელს სამარცხვინოს ვუწოდებ და მეტს არაფერს.

altმექსიკელების მწვრთნელი ნეიმარის ოსტატობამ და მსახიობობამ გააბრაზა

ის ყველას აღიზიანებს. თითქოს კვდებოდა, ვიფიქრე საკაცით გაიყვანენ, სასწრაფო დახმარების ავტომობილით წაიყვანენ და ფეხბურთში აღარ ვიხილავდით.

მივმართავ ფიფას: ეს ის არაა,

რისი ნახვაც გვინდა ტურნირზე. არსებობს ვიდეოგამეორებები და სიმულანტობის დადგენის საშუალება. ჯანი ინფანტინო სტადიონზე იმყოფებოდა და ამას ყურადღება უნდა მიაქციოს.

Sportall.Ge

ნეიმარს უნდა ყურადღება მიიქციოს, ამას ბავშვები უყურებენ. პირველად გააფრთხილეთ ნეიმარი, მერე კი გააძევეთ. ჭკუა უნდა ვასწავლოთ.

მატჩის შემდეგ, როდესაც კამერა მის გამოსახულებას "იჭერს", ყველაფერს აკეთებს ყურადღების მისაქცევად. არ მინდა, ის ფეხბურთში იყოს. მისი ყურება შეუძლებელია. მეტოქეებისთვის ბარათების "ასაკიდებლად" თამაშობს.

რონალდო ამას "მანჩესტერში" უცბად გადაეჩვია. ახალგაზრდა იყო და მიხვდა, ასე თამაში არ შეიძლება. მას კარგი მწვრთნელი ჰყავდა - სერ ალექს ფერგიუსონი.

გინახავთ ლეო მესი და ჰარი კეინი ასე მოქცეულიყვნენ? არა".

altნეიმარი მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ კლუბში კარვახალისა და სარაბიას თანაგუნდელი იყო

Sportall.Ge








მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერანაირად ვერ დავეთანხმები პატივცემულ შმეიხელს, სწორედ ნეიმარისთანა მოთამაშეები ალამაზებენ სპორტის ამ სახეობას და თუ ნეიმარი და მისთანები არ იქნებიან ფეხბურთში ძალიან ბევრს დავკარგავთ ამ ლამაზი სპორტის მოყვარულები... ერთი წუთით წარმოიდგინეთ გუნდში 11 ბაკაიოკო,კანტე ან ობი მიკელი, რომლებიც არ სიმულიანტობენ, მაგრამ ამტვრევენ, შიპიან ბუცებს ნატკენ ფეხზე აბიჯებენ ნეიმარს, მესის, რონალდოს,სუარესს,აზარს...სწორედ ამიტომ არ უთამაშია ნეიმარს ორი თვე, ესე იგი თუ არ დალეწეს და დაამტვრიეს ხმის ამოღების უფლება არ აქვს? კი ბატონო ზედმეტი მოსდის, მაგრამ რა არის ეს ისტერია მის წინააღმდეგ თუ არა ზეწოლა ლამაზ და ტექნიკურ ფეხბურთზე, ერთმა ქართველმა კომენტატორმა ნეიმარის საოცრად ლამაზად შესრულებულ ფინტზე თქვა: რა საჭირო იყო ახლა ესო... იგივე კომენტატორი აქებს იგნაშევიჩს და ლაიუნს, რომლებიც მარტო იმიტომ თამაშობენ რომ სხვეს ხელი შეუშალონ, წააქციონ, დაამტვრიონ და მერე იძახონ სიმულიანტობსო. რამდენს ურტყამენ ნეიმარს თამაშის დროს ვინმე ითვლის, მოდი ჯერ უხეშობა აღვკვეთოთ, ფეხის ვითომ შემთხვევით დაბიჯება აღვკვეთოთ, იდაობა და ძიუდო აღვკვეთოთ სტადიონზე და მერე "ვებრძოლოთ სიმულიანტებს", თორემ დარჩება ფეხბურთი იგნაშევიჩების და ბაკაიოკოების ხელში და მერე უყურეთ ტაბლოს, იმიტომ რომ ფეხბურთი თავის სანახაობას და ხიბლს დაკარგავს...
პ. ს. დავით ყიფიანს 1982წელს ვინმე ანხელმა ფეხი მოტეხა, რის მერეც ამ დიდმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა ბოლომდე გამოჯანმრთელება და დაანება ფეხბურთს თავი... ის ანხელი კი კიდევ დიდხანს თამაშობდა და ამტვრევდა ტექნიკურ ფეხბურთელებს, სხვათა შორის იმ თამაშში არბიტრს არც კი გაუფრთხილებია
ეგ ეგრე არაა
15:22 04-07-2018
4
მართალია ეს კაცი, ვიდეოგამეორებამ პირველ რიგში ეს საზიზღრობა, რასაც ქვია სიმულიანტობა უნდა აღმოფხვრას ფეხბურთიდან, თორე ისე აზრი არ აქვს.
1

სიახლეები პოპულარული