ვისენტე დელ ბოსკე: ესპანეთის ფეხბურთს რუსეთის ანტიფეხბურთმა აჯობა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ეროვნული გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა შეაფასა.

"ვერ ვიტყვით, რომ ესპანეთმა ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა. თუმცა, არც მთლად უხეიროდ იასპარეზა. კარგი მომენტებიც იყო. დიახ, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ასე მკაცრად გუნდის განსჯა არ შეიძლება.

განსაკუთრებით იეროს აკრიტიკებენ, რომლმაც 4 მატჩში უხელმძღვანელა ნაკრებს და ფედერაციაში დიდი სამუშაო გასწია.

რა თქმა უნდა, დავუშვით შეცდომები, მაგრამ პირველ მატჩში, პორტუგალიასთან ჩინებულად ვითამაშეთ, ხოლო რუსეთთან ვდომინირებდით. ესპანეთის ფეხბურთს რუსეთის ანტიფეხბურთმა აჯობა"

altესპანეთის ნაკრებს წაგება გასახდელში მეფემ მიუსამძიმრა და ფეხბურთელები გაამხნევა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული