რამდენი წუთი იყო ნეიმარი მინდორზე წამოწოლილი მუნდიალის მატჩებში

AutoSharing Option
შვეიცარიულმა ტელევიზია RTS Sport-მა დათვალა, თუ რამდენი წუთი იყო ნეიმარი მინდორზე წამოწოლილი მუნდიალის მატჩებში.

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ჩატარებულ 4 თამაშში მოედანზე წამოწოლილი 14 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

Sportall.Ge

როგორც იცით, ნეიმარის ამ საქციელმა ბევრი გააღიზიანა და მას მსახიობიც კი შეარქვეს. თუმცა მას დამცველებიც გამოუჩნდნენ.

Talksport-ის წამყვანის, ადრიან დურჰემის თქმით, ნეიმარი მეტოქის საჯარიმოში ორთაბრძოლაში 48 ეპიზოდში შევიდა. ეს ციფრი კი 16-ით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის მაჩვენებელი.

მან 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაში მიიღო მონაწილეობა.

დღეს მისი
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში თბილისის დროით 22:00 საათზე ბელგიას დაუპირისპირდება.

altყაზანის მერი: თუ ნეიმარი ბელგიასთან ჰეთ-თრიქს შეასრულებს...

altაღარც მესი, აღარც რონალდო და ზოგიერთებს მუნდიალზე ნეიმარის ყოფნაც აღიზიანებთ

altრივალდო - ნეიმარს: თუ ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებისთვის საჭიროა, წაიქეცი და დრო გაიყვანე

altრონალდო: ნეიმარის კრიტიკა ნონსენსია. მსაჯები მას არ იცავენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული