ბრაზილია დამარცხდა და ტიტეს კონტრაქტის 4 წლით გახანგრძლივება შესთავაზეს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგიასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, მის მწვრთნელს, ტიტეს ფეხბურთის კონფედერაციამ ხელშეკრულების 4 წლით გაგრძელება შესთავაზა.

ფეხბურთელებს და მის ასისტენტებს სურთ ტიტე სამუშაოზე დარჩეს, თავად კი ამბობს, რომ ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის.

რაც ტიტე სელესაოს ჩაუდგა სათავეში, გუნდმა მხოლოდ 1 მატჩში გაუშვა 2 გოლი და ჩატარებული 26 თამაშიდან 2 წააგო.

ტიტემ თქვა, რომ ბელგიასთან ლამაზი და დიდი მატჩი იყო და მისი ბედი მეკარე კურტუამ გადაწყვიტა.

altმუნდიალი 2018: მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილიაც დაემშვიდობა

[VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ საკითხთან დაკავშირებით რათქმაუნდა ყველას თავისი მოსაზრება გააჩნია, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების მიერ ბელგიის ნაკრებთან ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით (განსაკუთრებით მეორე ტაიმში) ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა მისი დატოვება.
გიგა
17:53 07-07-2018
0
ამ კაცის შეცდომებით წააგო ბრაზილიამ და კიდევ კონტრაქტი გაუგრძელეს?მისი შემცვლელი არ არსებობს თუ რაშია საქმე?
zas.
10:47 07-07-2018
3

სიახლეები პოპულარული