როგორც მოსალოდნელი იყო, ეს მატჩი დიდად სანახაობრივი ვერ გამოვიდა. პირველი ტაიმი ინგლისმა 1:0 მოიგო. გოლი 10 მეტრიდან თავურით მაკგუიაირმა გაიტანა. 59-ე წუთზე ასევე თავით მეორედ ოლსენი დელე ალიმ დაამწუხრა. "სამმა ლომმა" 1966 წლის შემდეგ პირველად გაიტანა ტურნირზე 10 გოლი.
ამის შემდეგ შვედეთმა შეუტია, პიკფორდმა კლასონს და ბერგს არ დაანება ანგარიშის შემცირება და ინგლისმა გაიმარჯვა.
მოკლედ, ინგლისს ასეთი კარგი გუნდი კარგა ხანია არ ჰყოლია, "ტრე კრუნურისთვის" კი 1/4 ფინალში გასვლაც უდიდესი წარმატება იყო.
შვედეთი - ინგლისი 0:2
გოლები: 0:1 მაკგუიაირი (30), 0:2 დელე ალი (59)
ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, მაკგუაირი, ტრიპიერი, იანგი, ლინგარდი, ჰენდერსონი (დაიერი 85), დელე ალი (დელფი 76), კეინი, სტერლინგი (რეშფორდი 90+1)
შვედეთი:ოლსენი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი, კრაფტი (იანსონი 85), ლარსონი, ეკდალი, ფორსბერგი (უილსონი 65), კლასონი, ბერგი, ტოივონენი (გვიდეტი 65)