ნეიმარი: გამიჭირდება ისევ ფეხბურთის თამაში

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიასთან დამარცხებული ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა დღეს ინსტაგრამზე შემდეგი დაწერა.

"ეს ჩემს კარიერაში ყველაზე სამწუხარო მომენტია. ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან ვიცოდი, რომ მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო. არ გამოგვივიდა.

ძნელია გამონახო ძალა და კვლავ ითამაშო ფეხბურთი. დარწმუნებული ვარ, ღმერთი ყველა წინააღმდეგობის დაძლევის ძალას მომცემს. დამარცხების შემდეგაც ამიტომ ვარ მისი მადლიერი.

ვამაყობ ამ გუნდის წევრობით. ჩვენი ოცნება ვერ ავისრულეთ, მაგრამ ჩვენი გულები გაჩერების უფლებას არ მოგვცემენ".
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთეღთი საუკეთესო ხარ,ძალიან მაგარი ხარ,მაგრამ დიდი ვერასოდეს გახდები ბევრს თუ იკოტრიალებ სიაფანდზე.
გოჩა
08 ივლისი 2018 09:21
5
მესის ესენი გავლილი აქვს და ისევ ითამაშა ფეხბურთი, თანაც როგორ. ამან ნეიმარმა ეგრევე მესის და რონალდუს ჯობნა მოინდომა და ეგრე არაა.
Zviadi
07 ივლისი 2018 22:53
2
მართალია, ხელბურთს მიაწექი!
ვვვ
07 ივლისი 2018 21:32
3

სიახლეები პოპულარული