ესპანეთის ნაკრებს ლუის ენრიკეს ჩააბარებენ

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "ბარსელონას" ყოფილი თავკაცი ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნება.

მასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ფეხბურთის ფედერაცია აგრეთვე აწარმოებდა მოლაპარაკებას "ესპანიოლისა" და ბელგიის ნაკრების დამრიგებლებთან კიკე სანჩეს ფლორესთან და რობერტო მარტინესთან.

ერთი თვის წინ "ჩელსის" მენეჯერად ლუის ენრიკეს დანიშვნა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მან ძალიან დიდი ხელფასი მოითხოვა და უარი უთხრეს.

altლუის ენრიკე: "ბარსელონას" დატოვებას არ ვნანობ


alt"ჩელსი" ლუის ენრიკეს მისი ფინანსური მოთხოვნების გამო არ დანიშნავს მწვრთნელად






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული