
"მე და ჩემი ძმები ბელგიაზე უფრო საფრანგეთს ვქომაგობდით, 1998 წლის საფრანგეთის ნაკრების ფანები ვიყავით.
მაშინ ბელგიის ნაკრების მაისურის შოვნა ძნელი იყო და ყველას "სამფეროვანთა" მაისურები გვეცვა - ზიდანის 10-ნომრიანი. არ მინდა მაშინდელ ბელგიის ეროვნულ გუნდს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ საფრანგეთი უკეთესი იყო".
გეცოდინებათ, ბელგიის მოსახლეობის უმეტესობას ფლამანდიელები და ვალონები შეადგენენ, ვალონები კი ფრანგულად მეტყველებენ და აზარები ვალონები არიან.