რუსეთის ნაკრების ექიმი: ჩვენი ფეხბურთელები ნიშადურის სპირტს იყენებდნენ და ამას დოპინგთან საერთო არ აქვს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ექიმმა ედუარდ ბეზუგლოვმა განაცხადა, რომ რუსი ფეხბურთელები ნიშადურის სპირტს იყენებდნენ, მაგრამ მან დოპინგის მოხმარება სრულიად უარყო.

ეჭვები რუს სპორტსმენებთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა დოპინგსკანდალებმა და რუსეთის ნაკრების მოულოდნელად მეოთხედფინალში გასვლამ განაპირობა.

როგორც ნაკრების ექიმმა ადგილობრივ მედიასაშუალებებს განუცხადა, ნიშადურის სპირტს სპორტსმენები უკვე ათწლეულებია, იყენებენ.

ბეზუგლოვმა უარყო, რომ ეს დოპინგის მიღებას ნიშნავს. ეს ნივთიერება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ფილტვების ფუნქციონირებას, თუმცა ფიფას ანტი-დოპინგნივთიერებათა სიაში არაა შესული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული