დიდება უკრაინას! დიდება ხორვატიას! - უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვუკოევიჩს მხარდაჭერა გამოუცხადა

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი პავლენკოს განცხადებით, უკრაინა მზადაა, ოგნენ ვუკოევიჩისთვის ფიფას მიერ დაწესებული ჯარიმა სრულად დაფაროს.

ეს განცხადება მან უკრაინის პარლამენტში გააკეთა, სადაც ის რუსეთის კარში გადამწყვეტი პენალტის ავტორ ივან რაკიტიჩის მაისურით მივიდა.

პავლენკო სიტყვებში - "დიდება უკრაინას", პოლიტიკურს ვერაფერს ხედავს. შესაბამისად, მისთვის ფიფას გადაწყვეტილება გაუგებარია.

ახლა უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია სწავლობს ლეგალურ გზებს, რათა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

ის ასევე ვუკოევიჩის ხორვატიის ნაკრებიდან მოკვეთის საკითხსაც შეეხო.

"ვუკოევიჩი უკრაინის საპატივცემულო ფრაზის გამო ჩამოაშორეს ხორვატიის ნაკრებს. მიმაჩნია, რომ ეს
გაუგებრობაა, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს და თუ ის ამ გადაწყვეტილებას ფიფაში გაასაჩივრებს, უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ლეგალურადაც და სხვა ფორმებითაც მას მხარს დაუჭერს.

ჩვენ შეგვიძლია დამატებითი მხარდამჭერი არგუმენტები მოვიყვანოთ და იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა ძალაში დარჩება, მზად ვართ, ის გადავიხადოთ.

ასევე განვიხილავთ მისნაირ მაღალი კლასის სპეციალისტთან თანამშრომლობასაც. ვაფასებთ ადამიანებს, რომლებიც ერთგულნი არიან უკრაინის მიმართ და არ ეშინიათ, სახალხოდ გამოხატონ ეს. მადლობა, ოგნენ!

დიდება უკრაინას! დიდება ხორვატიას!

altხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ინგლისთან თამაშის წინ ნაკრებიდან ერთ-ერთი მწვრთნელი მოკვეთა

altდომაგოი ვიდა "დიდება უკრაინის" სკანდირებისთვის დისკვალიფიკაციას გადაურჩა და ნახევარფინალში ითამაშებს

altვიდა და ვუკოევიჩი რუსეთის დამარცხების შემდეგ : დიდება უკრაინას! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული