მუნდიალი 2018: ხორვატიამ ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიამ დამატებით დროში ინგლისს 2:1 სძლია და ფინალში საფრანგეთს შეხვდება.

უკვე დებიუტში მოდრიჩმა ინერციით წააქცია საჯარიმოს წინ დელე ალი, საჯარიმოდან კი ტრიპიერმა გაიტანა გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად თამაშობდა, უფრო მწვავედაც უტევდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

altივან რაკიტიჩი: გუშინ 39 გრადუსი სიცხე მქონდა. ფინალში უფეხოდაც ვითამაშებ

შესვენების შემდეგ ხორვატია ისევ სწორხაზოვნად უტევდა, მათი ლიდერები მოდრიჩი და რაკიტიჩი პასიურები იყვნენ და მაინც გაათანაბრეს ანგარიში - 69-ე წუთზე საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს პერიშიჩმა პიკფორდის

კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. გატანილმა გოლმა სლავების თამაში გარდასახა, ისინი ინიციატივას დაეუფლნენ და პერიშიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ექტრა ტაიმი დაინიშნა. ეს ხორვატებისთვის ზედიზედ მესამე ექსტრა ტაიმი გახლდათ.

დამატებით დროში ვრსალკომ როუზის თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, 109-ე წუთზე კი მანძუკიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ხორვატია ფინალში გაიყვანა.



altგარეთ საუტგეითი: ბიჭებს ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ

 


ოთხშაბათი. 11 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
ხორვატია - ინგლისი 1:1 (დ.დ. 2:1)
გოლები: 0:1 ტრიპიერი (6), 1:1 პერიშიჩი (69), 2:1 მანძუკიჩი (109)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პივარიჩი 94), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 102), მოდრიჩი (ბადელი 119), პერიშიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 115)

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი (ვარდი 112), სტოუნსი, მაგუაირი, ტრიპიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი (დაიერი 97), დელე ალი, იანგი (სტოუნზი 91), სტერლინგი (რეშფორდი 73), კეინი

altზლატკო დალიჩი: 1998 წელს დამარცხებისთვის ღმერთმა საფრანგეთზე შურისძიების შანსი მოგვცა

 

altეს საქართველოს ნაკრებმა უნდა გაიგოს - დალიჩი: ასეთი პატარა ქვეყანა არასოდეს გასულა ფინალში, ჩვენ ნორმალური სტადიონიც კი არა გვაქვს

altლუკა მოდრიჩი: ინგლისელი ექსპერტები ბევრს ყბედობდნენ და უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს

მკითხველის კომენტარები / 65 /
ფეხბურთელებზე არც მე ვიძახი ცუდ რამეს. აქ ზოგადად ხორვატების მიმართ ეპიტეთებმა გამაკვირვა.მე სერბეთშიც ვარ ნამყოფი, ხორვატიაშიც და შემიძლია ორივე ერის დახასიათება. ხორვატევზე ნაგავი ხალხი ევროპაში მხოლოდ ალბანელებია.
Vakhtang Lobzhanidze
12 ივლისი 2018 18:36
3
ეს ჩვენი ურაპატრიოტები რო რომის პაპზე მეტი კათოლიკეები გამომივიდნენ.თვითონ ხორვატებს მთელ იარუსზე ჰქონდათ გადაჭიმული რუსების სამადლობელი ბანერი და ბოდიშებიც იხადეს არასპორტული საქციელისთვის(პუტინს არ უთქვია ევროპულ არხებზე ვუყურე).
2018 ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონი
12 ივლისი 2018 12:39
5
ხორვატებმა კაცურად იბრძოლეს და ღირსეულად გავიდნენ დამსახურებულად ფინალში, ამათზე უკეთესად არც გერმანელებმა, არც ესპანეთმა, არც ინგლისმა ითამაშეს. ძალიან მაგარი შეკრული გუნდი ყავთ მარტო მოდრიჩი და რაკიტიჩი ნახევარდაცვაში საკმარისია.
daviti
12 ივლისი 2018 12:22
3
ხორვატებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს და კარგი ფინალის მოლოდინიც შეგვიქმნეს. პროფესიონალები ბევრ ახალ და საჭირო ნიუანსს დაინახავდნენ და გადმოიტანდნენ, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ "გენიოსები" ხელმძღვანელობენ ამ სფეროს და ხორვატებისგან რაიმეს სწავლას ითაკილებენ...
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12 ივლისი 2018 12:18
1
ადმინ,რა არის ექსტრა ტაიმი,იქნება აგვიხსნათ?იმ ჩვენმა კრეტინმა ტელე წამყვანებმა იხმარეს ეგ სიტყვები და თქვენც აიტაცეთ?დამატებითი დრო, რითი არ გაკმაყოფილებთ?ალბათ იმითი,რომ ქართულია."ტუ კარტული სულ დაგავიცკდატ",თქვენ ხომ ჩვენც, რობოტებად გვთვლით.
სოსო
12 ივლისი 2018 11:36
1
ხორვატიას ბარსელონას, რეალის, იუვენტუსის, ინტერის და ა.შ. საუკეთეოს ფეხბურთელები ყავს და საქართველოს ნუ ადრით, მარტო მონდომებით არ მოუგიათ კლასითაც მოიგეს.
ნიკა
12 ივლისი 2018 11:31
0
სხვათა შორის მაგ ვიდამ და მთელმა ხოვატიის ნაკრებმა სულ ბოდიშები და მადლობები უხადეს რუსეთს!
keta
12 ივლისი 2018 11:21
7
მარტო ნაკრებს კი არა, გულშემატკივრებს რუსეთის სამადლობელი უზარმაზარი ბანერი ჰქონდათ გადაჭიმული სტადიონზე, ეს ჩვენი ურაპატრიოტები გამომივიდნენ რომის პაპზე დიდი კათოლიკეები.
2018 ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონი
12 ივლისი 2018 13:15
3
დასვით ლაიქი ვინც ფინალში გულშემატკივრობთ საფრანგეთს!
ლევანი
12 ივლისი 2018 11:17
17
რა ნამუსით აკნინებთ ხორვატებს, დაიმსახურეს და გავიდნენ
nodarichi123
12 ივლისი 2018 11:06
4
რა უსტაშება, რა გენერალი ანტე პაველიჩი; ხორვატებს ზღუდავდნენ სერბი ჩეტნიკები და წარმოიშვა წინააღმდეგობის მოძრაობა; კი ბატონო სერბული წყაროების მიხედვით საშინელებებს აკეთებდნენ ხორვატები და პირიქით ხორვატული წყაროების მიხედვით სერბები ჩადიოდნენ საშინელებებს და ორივე ეს სიმართლეა; ივო შუშაკი გაიხსენეთ, მისმა დამოძღვრილმა საქართველომ როგორ გაუდო "ერთმორწმუნე" ღრუსებს, თამაშის უთხრა ბიჭებს გაიხსენეთ რა ბოროტება გაგიკეთათ ამ ქვეყანამო; კი ბატონი ბრაზილია, ესპანეთი უფრო დიდი გუნდებია, მაგრამ ხორვატებმა ეს ინგლისი ხომ ყველა ასპექტში წამოიხიეს (ტექნიკაზე და ფანტაზიაზე საუბარი არ არის, სად ინგლისი და სად ეს კომპონენტები); რა გინდათ ახლა; ჩვენ რომ დღემდის სსრკ–ს ჩემპიონატი და დიდი რუსეთი გვენატრება, ეს ხალხი ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მაღლა აყენებს და არ იკლავს თავს ზაგრების დინამოს და ბელგრადის პარტიზანის თამაშების ნოსტალგიით...; საფრანგეთი ალბათ მოიგებს, მაგრამ ხორვატია ღირსეული ფინალისტია, გაიხსენეთ 1990 წელს მარადონას და კანიჯას არგენტინა როგორ გახოხდა ფინალამდის და მერე ლანძღეთ ხორვატია...
morte
12 ივლისი 2018 11:06
2
მორტეს....შეიძლება იცოდე კიდეც მარა თუ არ იცი მოიძიე ზვონიმირ ბობანის საქციელი პარტიზანის და ზაგრების დინამოს შორის მატჩის დროს,უკვე ირეოდა სიტუაცია და სერბ პოლიციელს წიხლი ჩაარტყა რაღაცის გამო მეც ზუსტად აღარ მახსოვს...ისეთი ჩხუბი ატყდა მაგ შემთხვევას ერთერთ მიზეზად განიხილავენ ომის პროვოცირბაში,თან ბელგრადში ხდებოდა...გეცოდინება იქ რაც ხდება სტადიონებზე....მოიძიე მაგრი რამაა
ზურა
12 ივლისი 2018 11:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული