მუნდიალი 2018: ხორვატიამ ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიამ დამატებით დროში ინგლისს 2:1 სძლია და ფინალში საფრანგეთს შეხვდება.

უკვე დებიუტში მოდრიჩმა ინერციით წააქცია საჯარიმოს წინ დელე ალი, საჯარიმოდან კი ტრიპიერმა გაიტანა გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად თამაშობდა, უფრო მწვავედაც უტევდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

altივან რაკიტიჩი: გუშინ 39 გრადუსი სიცხე მქონდა. ფინალში უფეხოდაც ვითამაშებ

შესვენების შემდეგ ხორვატია ისევ სწორხაზოვნად უტევდა, მათი ლიდერები მოდრიჩი და რაკიტიჩი პასიურები იყვნენ და მაინც გაათანაბრეს ანგარიში - 69-ე წუთზე საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს პერიშიჩმა პიკფორდის

კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. გატანილმა გოლმა სლავების თამაში გარდასახა, ისინი ინიციატივას დაეუფლნენ და პერიშიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ექტრა ტაიმი დაინიშნა. ეს ხორვატებისთვის ზედიზედ მესამე ექსტრა ტაიმი გახლდათ.

დამატებით დროში ვრსალკომ როუზის თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, 109-ე წუთზე კი მანძუკიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ხორვატია ფინალში გაიყვანა.



altგარეთ საუტგეითი: ბიჭებს ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ

 


ოთხშაბათი. 11 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
ხორვატია - ინგლისი 1:1 (დ.დ. 2:1)
გოლები: 0:1 ტრიპიერი (6), 1:1 პერიშიჩი (69), 2:1 მანძუკიჩი (109)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პივარიჩი 94), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 102), მოდრიჩი (ბადელი 119), პერიშიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 115)

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი (ვარდი 112), სტოუნსი, მაგუაირი, ტრიპიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი (დაიერი 97), დელე ალი, იანგი (სტოუნზი 91), სტერლინგი (რეშფორდი 73), კეინი

altზლატკო დალიჩი: 1998 წელს დამარცხებისთვის ღმერთმა საფრანგეთზე შურისძიების შანსი მოგვცა

 

altეს საქართველოს ნაკრებმა უნდა გაიგოს - დალიჩი: ასეთი პატარა ქვეყანა არასოდეს გასულა ფინალში, ჩვენ ნორმალური სტადიონიც კი არა გვაქვს

altლუკა მოდრიჩი: ინგლისელი ექსპერტები ბევრს ყბედობდნენ და უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს

მკითხველის კომენტარები / 65 /
ბრავო ხორვატიააა!!! ბრავოოოოო!!! დაღეჭეს ინგლისი და გადმოაგდეს!!! დიდებული გუნდია ხორვატია
Giorgi
00:53 12-07-2018
3
ხორვატიას ჩენპიონობას ვუსურვებ. ჩვენსავით პატარა ქვეყანაა და სამაგალითოა ჩვენთვის. ვინც ხორვატიას იწუნებთ გაგახსენებთ რომ ამ გუნდში რეალის, ბარსელონას, იუვენტუსის და სხვა წამყვანი გუნდების ლიდერი ფეხბურთელები თამაშობენ, უბრალოდ სასაცილოა ზოგი რომ ისლანდიას ადარებს :D
irakli81
01:51 12-07-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული