მუნდიალი 2018: ხორვატიამ ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიამ დამატებით დროში ინგლისს 2:1 სძლია და ფინალში საფრანგეთს შეხვდება.

უკვე დებიუტში მოდრიჩმა ინერციით წააქცია საჯარიმოს წინ დელე ალი, საჯარიმოდან კი ტრიპიერმა გაიტანა გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად თამაშობდა, უფრო მწვავედაც უტევდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

altივან რაკიტიჩი: გუშინ 39 გრადუსი სიცხე მქონდა. ფინალში უფეხოდაც ვითამაშებ

შესვენების შემდეგ ხორვატია ისევ სწორხაზოვნად უტევდა, მათი ლიდერები მოდრიჩი და რაკიტიჩი პასიურები იყვნენ და მაინც გაათანაბრეს ანგარიში - 69-ე წუთზე საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს პერიშიჩმა პიკფორდის

კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. გატანილმა გოლმა სლავების თამაში გარდასახა, ისინი ინიციატივას დაეუფლნენ და პერიშიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ექტრა ტაიმი დაინიშნა. ეს ხორვატებისთვის ზედიზედ მესამე ექსტრა ტაიმი გახლდათ.

დამატებით დროში ვრსალკომ როუზის თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, 109-ე წუთზე კი მანძუკიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ხორვატია ფინალში გაიყვანა.



altგარეთ საუტგეითი: ბიჭებს ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ

 


ოთხშაბათი. 11 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
ხორვატია - ინგლისი 1:1 (დ.დ. 2:1)
გოლები: 0:1 ტრიპიერი (6), 1:1 პერიშიჩი (69), 2:1 მანძუკიჩი (109)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პივარიჩი 94), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 102), მოდრიჩი (ბადელი 119), პერიშიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 115)

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი (ვარდი 112), სტოუნსი, მაგუაირი, ტრიპიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი (დაიერი 97), დელე ალი, იანგი (სტოუნზი 91), სტერლინგი (რეშფორდი 73), კეინი

altზლატკო დალიჩი: 1998 წელს დამარცხებისთვის ღმერთმა საფრანგეთზე შურისძიების შანსი მოგვცა

 

altეს საქართველოს ნაკრებმა უნდა გაიგოს - დალიჩი: ასეთი პატარა ქვეყანა არასოდეს გასულა ფინალში, ჩვენ ნორმალური სტადიონიც კი არა გვაქვს

altლუკა მოდრიჩი: ინგლისელი ექსპერტები ბევრს ყბედობდნენ და უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს

მკითხველის კომენტარები / 65 /
აბა ვინც დამცინოდით ხორვატიაზე,გამოდით სათითაოდ:)))
gogi
12 ივლისი 2018 01:11
4
კაიფობა და ფეხბურთი განსხვავდება ერთმანეთისაგან, შეგიძლია იკაიფო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატზე, ჩემპიონთ ლიგაზე, მაგრამ როცა საქმე ეხება მსოფლიო ჩემპიონატს სხვა თვალით უნდა უყურებდე.
111
12 ივლისი 2018 01:22
5
ხორვატის ჩემპიონია.
ჯ ი ჯ ი
12 ივლისი 2018 01:05
3
მესამე ადგილისთვის ბრექსიტი იქნება, ლონდონი ბრიუსელის წინააღმდეგ.
!!!!!!!!!!!!!!
12 ივლისი 2018 00:47
0
ადმინ,რა არის ექსტრა ტაიმი,იქნება აგვიხსნათ?იმ ჩვენმა კრეტინმა ტელე წამყვანებმა იხმარეს ეგ სიტყვები და თქვენც აიტაცეთ?დამატებითი დრო, რითი არ გაკმაყოფილებთ?ალბათ იმითი,რომ ქართულია."ტუ კარტული სულ დაგავიცკდატ",თქვენ ხომ ჩვენც, რობოტებად გვთვლით.
სოსო
12 ივლისი 2018 11:36
1
რა ნამუსით აკნინებთ ხორვატებს, დაიმსახურეს და გავიდნენ
nodarichi123
12 ივლისი 2018 11:06
4
ხორვატებმა კაცურად იბრძოლეს და ღირსეულად გავიდნენ დამსახურებულად ფინალში, ამათზე უკეთესად არც გერმანელებმა, არც ესპანეთმა, არც ინგლისმა ითამაშეს. ძალიან მაგარი შეკრული გუნდი ყავთ მარტო მოდრიჩი და რაკიტიჩი ნახევარდაცვაში საკმარისია.
daviti
12 ივლისი 2018 12:22
3
ხორვატიას ბარსელონას, რეალის, იუვენტუსის, ინტერის და ა.შ. საუკეთეოს ფეხბურთელები ყავს და საქართველოს ნუ ადრით, მარტო მონდომებით არ მოუგიათ კლასითაც მოიგეს.
ნიკა
12 ივლისი 2018 11:31
0
დასვით ლაიქი ვინც ფინალში გულშემატკივრობთ საფრანგეთს!
ლევანი
12 ივლისი 2018 11:17
17
ხორვატიამ კი არ მოიგო, საუთგეიტმა წააგო. ან რა დროს გააკეთა ცვლილებები, ან რა პრინციპით შეცვალა მოედანზე საუკეთესო ჰენდერსონი და სტერიჯი... ინგლისის ნაკრებში უსუსტესი და პირველ რიგში შესაცვლელი იყო ლინგარდი. წინ ხომ არაფერი უკეთებია და უკან მიხმარებასაც რომ არ კადრულობდა, ამიტომ იჯეჯილა ასე მაგრად პერიშიჩმა. რაშფორდი მის მაგივრად უნდა შეეყვანა. დიაერი კი დელე ალის მაგივრად. მე საერთოდ ვერ გავიგე, რატომ უკავშირებენ დელე ალის ინგლისური ფეხბურთის მომავალს. ერთადერთი გამართლებული ცვლილება იანგის როუზით ჩანაცვლება იყო, ოღონდ ეს მესამე კი არა, მეორე ტაიმის დასაწყისში უნდა მომხდარიყო. დაგვიანებული და უაზრო ცვლილებებით მწვრთნელმა დათმო ინიციატივა, ამ ჩემპიონატზე კი თამაშების 90%-ში,
მიუხედავად კლასისა, ის გუნდები იმარჯვებდნენ, ვინც გამძაფრებული მოტივაციის წყალობით ინიციატივას ფლობდა. მსაჯობაზეც უნდა ვთქვა,
რომ გამოზომილად მიკერძოებული იყო. ჰაუტების, კუთხურების და პატარ-პატარა ჯარიმების ბედი რატომღაც უსამართლოდ წყდებოდა ხორვატების სასარგებლოდ. შესაძლოა, აქ ასახულიყო ალბიონელთა ტრიუმფის მიუღებლობა მასპინძელი ქვეყნისთვის. ხორვატებმა მაინც დამსახურებულად გაიმარჯვეს. მათი ლანძღვა-გინება უბრალოდ სასაცილოა. ნამდვილი გმირები არიან. მათი ფაშისტობის გახსენება საერთოდ პათოლოგიაა. სხვათა შორის ოთხ-ოთხჯერ მსოფლიო ჩემპიონები გერმანელები და იტალიელები ხდებოდნენ და მერე რა?!. თუ ემოციური მუხტი შეინარჩუნეს, მოტივაციამ და ინიციატივამ იქნებ ფინალშიც გამოაცხოს სასწაული. სასწაულის გარეშე ფრანგების ძლევა გაუჭირდებათ.
ცოტნე
12 ივლისი 2018 08:28
2
ცოტნე, ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ... სტერიჯი ვინ არის? თუ სტერლინგს გულისხმობ, ეგ ნამდვილად არ იყო მოედანზე საუკეთესო.
მენტორი
12 ივლისი 2018 10:30
0
ხორვატებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს და კარგი ფინალის მოლოდინიც შეგვიქმნეს. პროფესიონალები ბევრ ახალ და საჭირო ნიუანსს დაინახავდნენ და გადმოიტანდნენ, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ "გენიოსები" ხელმძღვანელობენ ამ სფეროს და ხორვატებისგან რაიმეს სწავლას ითაკილებენ...
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12 ივლისი 2018 12:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული